თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2013, 20:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2745,
კომენტარები: 14
ინგლისელმა გულშემატკივრებმა ფერდინანდის გადაწყვეტილება არ მოიწონეს
ჯერარდი: "ინგლისელ ფანებს ჰქონდათ უფლება, რომ თავიანთი იმედგაცრუება ფერდინანდისადმი ამგვარად გამოეხატათ."
ინგლისელმა გულშემატკივრებმა ფერდინანდის გადაწყვეტილება არ მოიწონეს
ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა სან მარინოში ჩასულ გულშემატკივარს თანადგომა გამოუცხადა და მათი საქციელი მართებულად შეაფასა.
ფერდინანდმა უარი განაცხადა ნაკრებში დაბრუნებაზე, რის მიზეზადაც მისი სპეციალური სამედიცინო კურსი და ვარჯიშის სპეციფიკურობა დაასახელა. სამაგიეროდ, მან გაიარა 3.500 მილი დოჰაში, ყატარში ჩასასვლელად, სადაც ის „ალ ჯაზირას“ ტელეკომპანიაში მატჩის ანალიტიკოსად იყო მიწვეული. რიოს გადაწყვეტილება და ამას დამატებული მისი ყატარში გამგზავრება ინგლისელი გულშემატკივრისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ანგარიშით 0:8 დასრულებულ შეხვედრაში, ისინი ფერდინანდის მიმართ ანტი შეძახილებს სკანდირებდნენ
სტივი ფანების ამ საქციელს ბუნებრივად მიიჩნევს და ამავდროულად, „მანჩესტერელი“ მცველისადმი პირად დამოკიდებულებაზე საუბრისას, თანადგომას უცხადებს.
“ვფიქრობ, ფანებმა თავიანთი იმედგაცრუება ფერდინანდის გადაწყვეტილება, სწორედ ამ შეძახილებით გამოხატეს. მათ აქვთ უფლება, რომ ჰქონდეთ თავიანთი აზრი.
ჩვენ ყველას გვინდოდა, რომ რიო აქ ყოფილიყო, რადგან ის კარგი ფეხბურთელია და გასამართ ამ ორ მატჩში, დიდ დახმარებას გაგვიწევდა. მაგრამ მან ასე გადაწყვიტა და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
“ - განაცხადა ჯერარდმა.

ინგლისელმა გულშემატკივრებმა ფერდინანდის გადაწყვეტილება არ მოიწონეს

წყარო: dailymail.co.uk
სტატიები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Zizou
25 მარტი 2013 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
იმიტოა ინგლისის ნაკრები მარად-ფარჩაკი
0
№12
ავტორი: Beckham 7
25 მარტი 2013 15:02
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ითამაშეთ რა თქვენ, დაცვაში დიდი პრობლემები არ გაქვთ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№13
ავტორი: UTD-Rule
25 მარტი 2013 16:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
...RooNeY...FaN...,
გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: love united
25 მარტი 2013 19:52
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მდაა,მოთამაშეს და ტელეწამყვანს შორის არის განსხვავება ხო?..შეუძლებელი იყო რიოს ნაკრებში თამაში,კურსს ვერ გადაუხვევდა და სწორადაც მოიქცა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top