თბილისი:
მანჩესტერი:
21-03-2013, 20:36
ავტორი: Esi,
ნანახია: 2654,
კომენტარები: 17
10იანი!
შესანიშნავი შვიდეული...
10იანი!
მანჩესტერ იუნაიტედი ეს ის კლუბია,რომელსაც ძალიან დიდი ისტორია გააჩნია საფეხბურთო სამყაროში.რა თქმა უნდა აქ არა ერთ შესანიშნავ ფეხბურთელს უთამაშია,მათ შორის გამოირჩეოდნენ ის ფეხბურთელები,რომლებიც ამ გუნდში 10 ნომრიან მაისურს ატარებდნენ.როგორც 7 ნომერს,ასევე 10 ნომერსაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ახლაც აქცევენ იუნაიტედში.ეს ის ორი ნომერია,რომელიც მანჩესტერის ლეგენდების თითქმის ნახევარს ეცვა.ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ შვიდ ფეხბურთელს,რომელიც 10 ნომერს ატარებდა და ატარებს დღემდე...

ნორმან ვაითსაიდი

ფეხბურთელი,რომელსაც თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ 2 კლუბში უთამაშია.კარიერა დაიწყო იუნაიტედში სადაც მისი კარიერის ნახევარზე მეტი დაჰყო და ბოლოს ლივერპულის ევერტონში ითამაშა.ის თამაშობდა,როგორც ნახევარდაცვაში,ასევე თავდასხმაშიც.ის იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში.1982 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა ის პირველ კლუბში გადაიყვანა და გაუფორმა პროფესიუნალური კონტრაქტი,ამ დროს ნორმანი 17 წლის გახლდათ.როდესაც ის 15 წლის იყო და გამოდიოდა მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდულ გუნდში,მიიღო სერიოზული ტრავმა მუხლზე,მაგრამ ეს ყველაფერი მან დასძლია და 2 წლის შემდეგ პირველ გუნდშიც ამოჰყო თავი.მან 278 შეხვედრაში,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით ჩაატარა,გაიტანა 68 გოლი.მან იუნაიტედთან ერთად მოიგო “FA CUP”-ი ორჯერ 1983 და 1985 წლებში.ასევე ნორმანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში,რომელმაც „FA CUP“-ის ფინალში გაიტანა გოლი.1969 წლის ივნისში ის ევერტონში გადავიდა £600,000-ად.





ტედი შერინგემი

მსგავსად ვან პერსის,მაიკლ კერიკის,რიო ფერდინანდის,ჰენრიკ ლარსონის,დიმიტარ ბერბატოვისა და რაიან გიგზისა,ტედი შერინგემი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფეხბურთელია მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში.მას არ ჰქონდა ძალიან კარგი პასის სტილი,მაგრამ ის შესანიშნავად ხედავდა მოედანს.როგორც ვან პერსი,ასევე შერინგემი სერ ალექსმა გაიფორმა,მაშინ როდესაც ის უკვე ხნიერი იყო ფეხბურთისთვის.შერინგემი 31 წლის ასაკში გადმოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში.
1997 წლის ივნისში ინგლისელი ფეხბურთელი ტედი შერინგემი ტოტენჰემ ჰოთსპურსიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა,რაც კლუბს £3.5 მილიონი დაუჯდა.მისი პირველი სეზონი პრემიერ ლიგაში კარგი ნამდვილად არ ყოფილა,რადგან ის ყოველგვარი ტიტულის გარეშე დარჩა,თვითონ ფეხბურთელმა კი 14 გოლის გატანა შეძლო ყველა ტურნირზე.ამის შემდეგ კი ის ხშირად სათადარიგოთა სკამზე იჯდა ხოლმე,მაგრამ ის ყოველთვის რჩებოდა სერ ალექსის ერთ-ერთ მთავარ იმედად და ეს იმედი გაუმართლდა კიდეც ნოუ კამპზე,1999 წლის ფინალი,ბაიერნი-მანჩესტერ იუნაიტედი,სადაც ბოლო წუთებამდე „წითელი ეშმაკები“ მარცხდებოდნენ და სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა კლუბი ტრიუფამდე მიიყვანეს და ამ ყველაფერში ლომის წვლილი სწორედ შერინგემმა დაიდო.ინგლისელმა ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 104 მატჩი ჩაატარა და აქედან 31 გოლის გატანა მოახერხა.




ლოუ მაკარი

შოტლანდიელი ფეხბურთელი,რომელმაც კარიერა ადგილობრივ კლუბ სელტიკში დაიწყო,რის შემდეგაც ის ინგლისურ კლუბ მანჩესტერ იუნაიტედში £200,000-ად გადავიდა 1973 წელს.ამავე წლის იანვარში შედგა მისი პირველი მატჩი მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით ვესტ ჰემ იუნაიტედთან დაპირისპირებაში,რომლის გოლმაც იუნაიტედს ქულა მოუტანა,შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.1977 წელს „FA CUP”-ის ფინალში მაკარის კლუბმა ლივერპული დაამარცხა.ლოუ გახლდათ იუნაიტედის გულშემატკივრების ფავორიტი ფეხბურთელი,რომელსაც თამაშის თავისებური სტილი გააჩნდა.მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით მან 329 შეხვედრა ჩაატარა და 78 გოლი გაიტანა.




მარკ ჰიუზი

1980 წელს უელსელი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.მსგავსად სხვა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდებისა მარკ ჰიუზიც ძალიან სწრაფად გახდა კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.პირველ სეზონში ყველა ტურნირზე 55 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 25 გოლის გატანა მოახერხა.აქვე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ მარკ ჰიუზს მოუწია ისეთ ერაში თამაში,სადაც მანჩესტერ იუნაიტედი არც ისე წარმატებული იყო.1985-86 წლებში მან 20 გოლი გაიტანა.ჰიუზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავდასხმელი იყო,როგორც მანჩესტერისთვის,ასევე უელსის ნაკრებისთვის.საბოლოოდ მარკ ჰიუზიმ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 463 შეხვედრა ჩაატარა და 167 გოლი გაიტანა.მანჩესტერიდან კი ის კატალონიურ კლუბ ბარსელონაში £2 მილიონად გადავიდა.ის მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდად დარჩა და ერთ-ერთი ფეხბურთელი,რომელსაც მოუწია 10-ნომრიანი მაისურის ტარება.




რუდ ვან ნისტერლოი

ჰოლანდიელი გოლეადორი იმ ფეხბურთელებთა შორისაა,რომელთაც ხვდათ წილად,რომ 10 ნომრიანი მაისური ეტარებინათ.იშვიათად თუ მოძებნით ისეთ ფეხბურთელს,რომელსაც 210 მატჩში 150 გოლის გატანა მოახერხა,რაღა თქმა უნდა საუბარია იმ დროინდელ ფეხბურთზე,როდესაც ნისტერლოი თამაშობდა.სწორედ ასეთია მისი სტატისტიკა მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში,რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკაა იუნაიტედის ისტორიაში.ფეხბურთის მცოდნენი აღნიშნავენ,რომ ასეთი არანორმალური სტატისტიკა მაშინ,მხოლოდ და მხოლოდ რუდის შეეძლო გაეკეთებინა.ის მანჩესტერ იუნაიტედში 5 წლსი განმავლობაში თამაშობდა,მსგავსად პორტუგალიელი რონალდოსი,რომელმაც შემდგომ რეალში გადავიდა.უფრო სწორი იქნება თუ რონალდოზე ვიტყვით რუდის გზას მიჰყვაო...თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ ჰოლანდიელი ერთ-ერთი იმ ლეგენდათაგანია,რომელიც 10 ნომრიან მაისურს ღირსეულად ატარებდა.




უეინ რუნი

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთელი,რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე ერთად შეუძლია თამაში.გუნდისთვის ნამდვილი მეომარი და ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე.ის მსოფლიო კლასის თავდამსხმელია.რუნისნაირი აღნაგობისა და ნიჭის მქონდე ფეხბურთელები კი ძალიან იშვიათები არიან საფეხბურთო სამყაროში.იუნაიტედზე ძალიან შეყვარებული ფეხბურთელი,რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ამ კლუბში დაასრულებს თავის საფეხბურთო კარიერას.წლების წინ ის ევერტონიდან გადმოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში და სერ ალექსმა შესძლო და აქცია ის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.თუ ადრე უეინი უხეშობით გამოირჩეოდა ახლა ის გაწონასწორებული ფეხბურთელია და ხშირ შემთხვევებში ახერხებს თავის ხელში აყვანას,მაგრამ შიგადაშიგ „ძველი ქცევებიც“ ახსენდება ხოლმე.დღევანდელ მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობას თუ გადავხედავთ მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ ინგლისელ ფეხბურთელს ღირსეულად აცვია 10 ნომრიანი მაისური.ფეხბურთის მცოდნეთა ბევრი ნაწილი უეინ რუნის აიგივებს დუნკან ედვარდსთან.დღესდღეობით რუნიმ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 391 მატჩი ჩაატარა და 194 გოლი გაიტანა.




დენის ლოუ

ფეხბურთელი,რომელმაც შექმნა საკუთარი ერა ფეხბურთის ისტორიაში.ის დაიბადა,როგორც თავდამსხმელი.ლოუ გაიზარდა შოტლანდიაშიდა მისი ერთადერთი საფიქრალი ფეხბურთი იყო.ის მეორე ფეხბურთელია სერ ბობი ჩარტონის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში,რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.მან თავის კარიერაში ჩაატარა 652 შეხვედრა და გაიტანა 332 გოლი,რაც ძალიან კარგი შედეგია.აქედან მანჩესტერ იუნაიტედში ჩაატარა 404 მატჩი და 237 გოლის გატანა მოახერხა,რაც 12 გოლით ნაკლებია სერ ბობი ჩარლტონის გატანილი გოლებისა.ლოუ როგორც იუნაიტედში ასევე შოტლანდიაშიც ლეგენდადაა აღიარებული.ლოუს კარიერის პერიოდში იყო ხშირი შემტხვევები ტრავმებისა,რამაც ფეხბურთელს 1968 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოატოვებინა,რაც ძალიან სამწუხარო ამბავი გახლდათ თვითონ ფეხბურთელისათვის.კიდევ ერთი ფაქტი,რაც ალბათ იუნაიტედის ფეხბურთელებს არ დაავიწყდებათ ლოუს კარიერაში არის ის,რომ როდესაც ის მანჩესტერ სიტის მაისურით გამოდიოდა მანჩესტერ იუნაიტედს გაუტანა გოლი,რომელიც შემდგომში აღმოჩნდა იმის მიზეზი,რომ იუნაიტედი ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში გადავარდა,მაგრამ ამის და მიუხედავათ იუნაიტედის ფეხბურთელებს ის ძალიან უყვართ და მანჩესტერის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგენდა გახლავთ.



სპეციალურად REDARMY.GE-სთვის!
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
21 მარტი 2013 22:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გილოცავ მეასე სიახლეს winked

ნისტელროი ჩემთვის პირველი იყო და იქნება ყოველთვის love
0
№12
ავტორი: I L C
21 მარტი 2013 22:23
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
გეხვეწებით გადმოსაწერი ვიდეოების დადება მასწავლეთ რაა feel

ser aleks ferguson,
მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№13
ავტორი: RVP (20)
21 მარტი 2013 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
საინტერესოა good2
0
№14
ავტორი: Shako Jones
21 მარტი 2013 23:41
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
დენის ლოუ მართლა მეფეა ! ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი!
0
№15
ავტორი: red devil
22 მარტი 2013 07:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Yvelas did pativs vcem magram chemtvis shrekia n1:D
0
№16
ავტორი: Amerigo
22 მარტი 2013 11:36
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
გილოცავ მეასე სიახლეს. ჰიუზი და ნისტერლოი! am
0
№17
ავტორი: buka oboladze
23 მარტი 2013 11:18
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ მშვენიერი სიახლეა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top