თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2013, 20:57
ავტორი: Armani,
ნანახია: 1748,
კომენტარები: 14
ბილ ფოუკსი: ''მახსოვს როგორ გავრბოდი..''
''მანჩესტერ იუნაიტედის'' ჟურნალისტი მოგვითხრობს ბილ ფოუკსის ისტორიას, რომელმაც საკუთარი თვალებით ნახა, თუ როგორ გადაიქცა მათთვის კოშმარად ის დღე, როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ.
ბილ ფოუკსი: ''მახსოვს  როგორ გავრბოდი..''
''მანჩესტერ იუნაიტედის'' ჟურნალისტი მოგვითხრობს ბილ ფოუკსის ისტორიას, რომელმაც საკუთარი თვალებით ნახა, თუ როგორ გადაიქცა მათთვის კოშმარად ის დღე, როდესაც სახში ბრუნდებოდნენ.

ბილ ფოუკსს ძალიან იშვიათად უმართლებდა კარტში. მოთამაშეები, რომლებიც ბელგრადიდან ბრუნდებოდნენ, მუდმივად თამაშს უგებდნენ, თუმცა ბილს ვერც კი წარმოედგინა, რომ ბოლოს მას უფრო გაუმართლებდა, ვიდრე სხვა დანარჩენებს.

"ბელგრადიდან მიუნჰენამდე სულ კარტს ვთამაშობდით, მახსოვს თუ როგორ ციოდა, როდესაც თვითმფრინავს ტოვებდით. როდესაც პირველ ცდაზე მიწას ვერ ავცდით, ხალხი ანერვიულდა, მეორე ცდაზე კი - ყველა დუმდა. კლარკი იძულებული გახდა, სამუშაოზე დაერეკა, ჩვენ კი ლოდინი მოგვიწია. ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა, კარტის თამაშის თავი არავის ქონდა, სწრაფად ჯიბეში ჩავიდე და აფრენას ველოდებოდი''.

''თვითმფრინავის შუაგულში ვიჯექი, ფანჯრიდან მარჯვენა მხარეს. კარტის მოთამაშეები კენ მორგანსი, დევიდ პეგი და ალბერტ სკანლონი ჩემს გვერდით იჯდნენ. მეტ ბასბი და ბეტ ველლი ჩვენს წინ. მახსოვს, რომ ტომი ტეილორმა, მარკ ჯონსმა, დუნკან ედვარდსმა და ედი კოლმანმა ბოლოში გადაწყვიტეს ჯდომა. დევიდ პეგმაც გადაწყვიტა ბოლოში წასვლა. თქვა, რომ მას ეს სიტუაცია არ მოსწონს და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. ასევე მას ფრენკ სვიფტმიც მიჰყვა.

მესამე მცდელობის დროს, ფოუკსი მიხვდა, რომ რაღაცა უნდა მოხვდეს... მან მხოლოდ ახლახანს მოასწრო ღვედის შეკვრა, როდესაც საშინელი დარტყმა იგრძნო და ყველაფერი მის თვალ წინ დაბლენდა...

''თვითმფრინავის კუდი უბრალოდ გაქრა, თვითმფრინავიდან გადმოვხვტი და გავრბოდი, გავრბოდი ისე, რომ გაჩერებას ვერ ვახერხებდი. როდესაც დავრწმუნდი, რომ თვითმფრინავი აღარ აფეთქდებოდა, ისევ უკან დავბრუნდი. შორიდან ვნახე თუ როგორ იწვოდა თვითმფრინავის კუდი, გზაზე სხეულებს ხვდებოდი. მე და ჰარი გრეგი ვცდილობდით თვითმფრინავიდან ფეხბურთელები გამოგვეყვანა''.

ფოუკსი სავაადმყოფოში გადაიყვანეს, მძღოლს ისე სწრაფად მაყავდა მანქანა, რომ ფოუკსი, რომელიც ჯერ კიდევ კატასტროფის შემდეგ გონზე ვერ იყო მოსული, მძღოლს წესების დაცვას სთხოვდა. მხოლოდ მეორე დღეს ბილმა გააცნოიერა ის თუ რა მოხდა...

''დავინახე, თუ როგორ იწვა მეტი ჟანგბადის კარავში, ხოლო დუნკან ედვარდსი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბობი ჩალტონს თავი ჰქონდა შეხვეული. ჯეკ ბლენჩლაუერს ხელი ჰქონდა გაჭრილი. ალბერტ სკალონი დახუჭული თვალებით იწვა, მას თავის დაზიანება ჰქონდა. დენის ვაიოლეტი სახეზე დალურჯებული იყო. რეი ვუდს ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული და სახეზე იყო გაჭრილი. კენ მორგანსი და ჯონი ბერი, უბრალოდ იწვნენ, რომლებსაც მოძრაობის შესრულება უჭირდათ. ექთანს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ დუნკანს უფრო მეტი შანსი ჰქონდა გადარჩენის ვიდრე - ჯონის''

ჩვენ უკვე მივდიოდით, როდესაც ერთ ერთ ექთანს ვკითხე, თუ როდის შეიძლებოდა დანარჩენების ნახვა. გაკვირვებით შემომხედა. მაშინ ვკითხე: ''სად არიან დანარჩენები?'' მან კი მიპასუხა: ''დანარჩენები? სხვა არავინაა, ყველა აქაა". მხოლოდ მაშინ მივხვდით, თუ რა მოხდა მიუნჰენში...

კატასტროფის შემდეგ ფოუკსი ძალიან გახდა. ''შეფილდთან'' მატჩის დროს გუნდი, დასუსტებულმა ბილ ფოუკსმა გამოიყვანა.

''შეფილდი'' ძალიან მეცოდებოდა, რადგანაც მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ მოგების, რადგანაც ვინც ფეხბურთს გულშემატკივრობდა, ყველა ჩვენ გვიჭერდა მხარს''...


წყარო: manutd8.com
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RVP (20)
19 მარტი 2013 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
როცა ამ ტრაგედიას ვიხსენებ სულ მეტირება 3d_6 ეს იყო მანჩესტერის ოქროს თაობა, რომლის დაკარგვაც ჩვენთვის დიდი ტრაგედია იყო 3d_6
0
№12
ავტორი: buka oboladze
20 მარტი 2013 00:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ხვალ წავიკითხავ ამას სკოლაში
0
№13
ავტორი: Ví Ví
20 მარტი 2013 00:37
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
:( :( ;(
0
№14
ავტორი: Amerigo
20 მარტი 2013 15:57
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Ví Ví ,
მართლაც უმძიმესია საღოოლლ! ავტორ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top