თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2013, 17:51
ავტორი: Amerigo,
ნანახია: 1709,
კომენტარები: 19
დიდი დერბი
გავიხსენოთ ეს საოცარი მატჩი როცა...
დიდი დერბი
მე მინდა დღეს ვისაუბრო საოცარ მატჩზე, რომელიც ოლდ ტრაფორდზე გაიმართა. მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერ ციტის უნდა დაპირისპირებოდა. 2009 წლის 20 სექტემბერი იდგა, კვირა. მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ვიცე ჩემპიონი გახლდათ. პრემიერლიგის ჩემპიონი. მზიანი ამინდი იყო ოლდ ტრაფორდზე. ჩვენდა საუბედუროდ, ამ მატჩში არ იქნებოდა ვან დერ საარი, ჩვენი ლეგენდარული მეკარე. მაშინ მის ნაცვლად მის ძალიან ცუდ შემცვლელებს ფოსტერს ან კუშჩაკს უნდა ეთამაშათ. ფერგიუსონი უფრო ბენს(ფოსტერს) ენდობოდა და სწორედ ის მოგვევლინა პირველ მეკარედ ამ მატჩში. მეკარე ძლიერ მაშინებდა. ეს კიპერი სასტიკად გამოუცდელი გახლდათ. მთავარი არბიტრი მატჩისა არც მეტი არც ნაკლები მარკ ატკინსონი დანიშნეს.
12 Foster
03 Evra
05 Ferdinand
15 Vidic
22 O'Shea
08 Anderson (Carrick 90+3)
11 Giggs
13 Park (Valencia 62)
24 Fletcher
09 Berbatov (Owen 78)
10 Rooney

სათადარიგოთა სკამი:
29 Kuszczak, 02 Neville, 23 Evans, 16 Carrick, 17 Nani, 25 Valencia, 07 Owen
დიდი დერბი

ეს იყო შემადგენლობა, რომლითაც მანჩესტერი მოედანზე გამოვიდა. ყველასაგან გასაკვირად მთავარ შემადგენლობაში მოგვევლინა ჯი სუნ პარკი და სათადარიგოთა სკამზე კერიკი და ნანი. მატჩის არბიტრმა ჩაჰბერა სასტვენს და მატჩიც დაიწყო. პირველივე წუთებიდან შეტევა მანჩესტერმა დაიწყო, მაგრამ 1 წუთში, ფრდინანდი ბურთს მეკარეს უბრუნებს, მეკარე კი არ ვიცი რას ელოდება, გაჩერებულია. ამ დროს მორბის ტევესი მეკარე ურტყამს და... გადავრჩით. ბურთი აუტზე გადავიდა. მეორე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდება, ევრას სოლო რეიდი პასი რუნის დარტყმა და 1-0. გოოოლ! მანჩესტერი გადის წინ.
დიდი დერბი
სიტიმ ბევრი არ გვაცადა, მხოლოდ ბერბატოვის დარტყმა გოლიდან ორ წუთში და უკვე მეკარის ბრალეულობა. ისევ ფერდინანდის პასი მეკარეს, დაგვიანებული გამოსვლა, ისევ ტევესი, პასი ბერის, რომელიც შესანიშნავად გზავნის ბურთს კარში. 1-1.
დიდი დერბი
გრძელდება მატჩი. 44 წუთამდე ხიფაათი არც ერთ კართან არ შექმნილა, მაგრამ 44 წუთზე ტევესი პირისპირ დარჩა, დარტყმა, მაგრამ გადავრჩით ბურთი შტანგას მოხვდა და გამოვარდა გარეთ. ამოვისუნთქე. გავედით შესვენებაზე. მეორე ტაიმი დაიწყო წითლების შეტევით და ეს უკვე 49 წუთზე გატანილმა გოლმაც თქვა. გოოოლლლლ! ეს არის მანჩესტერი და დარენ ფლეტჩერის გოლი, ერთგული შოტლანდიელის. ამის შემდეგ ისევ მეკარე ცდება და ბელამის ეძლევა შანსი, რომელსაც ის დიდებულად იყენებს. დიდებული გოლი. ანგარიში კვლავ გათანაბრდა 52 წუთზე. ბელამი გოლის ავტორი.
დიდი დერბი
ამის შემდეგ გიგზისა და რუნის გათამაშება გახლდათ საოცარი, ამგრამ რუნის არ აცალეს გოლის გატანა. ტაიმი უაზროდ გაგრძელდა. 79 წუთზე 25 მეტრიდან ტევესის დარტყმა. აქ უკვე შტანგამ გვიხსნა. მეკარემ ისევ ვერ იყოჩაღა. იყოჩაღა 80 წუთძე ისევ ფლეტჩერმა. დარეეეენ გოოოოლ! 3-2. ეს საოცარი დარტყმული შეი გივენმა ვერ აიღო. ამის შემდეგ გავიდა 9 წუთი და ბელამი. კრეიგ ბელამი და 3-3. ეს მართლაც დაუჯერებელი გახლდათ. მატჩის ანტიგმირი კი მეკარე ბენჯამინ ფოსტერი. უკვე 3-3-ია და მსაჯის 6 წუთი სათამაშო. ვიფიქრე ახლა მეკარემ თუ კიდევ დაუშვა შეცდომა გადავირევი მეთქქი. 95 წუთია ბურთს სიტი აკონტროლებს, მაგრამ შეცდომა და მანჩესტერი კონტ იერიშს იწყებს. უეცრადი პასი კერიკისა, დარტყმა. ეს მაიკლ ოუენია. დიახ მაიკლ ოუენი და ანგარისიც 4-3. თავი ზღაპარში მეგონა. ატკინსონმაც არც აცია არც აცხელა დაამტავრა ეს ტრეილერი წითლების სასარგებლოდ.
დიდი დერბი

დიდი დერბი




სტატია მოამზადა გიორგი მაჭარაშვილმა!
---
19 კომენტარი
№11
ავტორი: Amerigo
19 მარტი 2013 20:00
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
don_vini,
გაიხარეე!
0
№12
ავტორი: TrueRed
19 მარტი 2013 20:26
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
საღოლ ავტორ როგორ მახსოვს ეს თამაშიი love ძაან მაგარი დერბიი იყოო
0
№13
ავტორი: love united
19 მარტი 2013 20:26
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა მაგრად მახსოვს ოუენის გოლის ეპიზოდი...გიგზმა რა პასი გააკეთა,თავიდან მეგონა არტყამდა... love საღოლ ავტორ...
0
№14
ავტორი: Esi
19 მარტი 2013 20:30
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ასეთ სტატიებს,როცა დებთ ბარემ ვიდეოც მოაყოლეთ ხალხმა რო გაიხსენოს love


ოუენ არასდროს დამავიწყდება შენი გოლი!
0
№15
ავტორი: Shako Jones
19 მარტი 2013 20:37
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ეს კიპერი სასტიკად გამოუცდელი გახლდათ

მაგარი სიტყვებია Dდ
0
№16
ავტორი: SAF
19 მარტი 2013 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ოუენის გოლზე სახლში დავრბოდი fuckthatbitch ეგრე მაგის მერე გოლი არ გამხარებია რატომ ეხლაც ვერ ვხვდები... fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№17
ავტორი: Amerigo
19 მარტი 2013 21:20
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
SAF,
მეცც ძმაო გაიხარეთ!
0
№18
ავტორი: buka oboladze
20 მარტი 2013 00:17
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეს მაგარი თამაშიიყო ძალიან love
0
№19
ავტორი: Amerigo
20 მარტი 2013 11:26
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
buka oboladze,
მაგარი არა უმაგრესი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top