თბილისი:
მანჩესტერი:
18-03-2013, 21:51
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2448,
კომენტარები: 16
გარი ნევილი Sky Sports-ს ან ინგლისის ნაკრებს დატოვებს
ნევილი ორ სამუშაოს ერთად ვეღარ აუდის...
გარი ნევილი Sky Sports-ს ან ინგლისის ნაკრებს დატოვებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ გარი ნევილმა შესაძლოა მალე ინგლისური Sky Sports დატოვოს.
ნევილი Sky-ში მატჩის ანალიტიკოსად და ამავდროულად, ინგლისის ნაკრებში როი ჰოჯსონის თანაშემწედ მუშაობს. გარი ხვდება, რომ მალე ამ ორიდან ერთ-ერთის არჩევა მოუწევს და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ის ჰოჯსონთან მუშაობას გააგრძელებს, „სქაი სპორტს“ კი ერთით ნაკლები კომენტატორი ეყოლება.
„სულელი არ ვარ და ვხვდები, რომ საბოლოოდ მომიწევს არჩევანის გაკეთება ინგლისის ნაკრებსა და Sky-ს შორის, თორემ საქმე ერთ-ერთ მათგანში ცუდად წამივა.
ორივე სამუშაო მიყვარს, გასახდელში შესვლაზე და გუნდის ნაწილად გადაქცევის მსგავსი არაფერია.
როცა Sky-ში ვმუშაობ, არ ვღელავ მატჩში მიმდინარე მოვლენებზე. ვღელავ მხოლოდ ჩემს თავზე და ვცდილობ ვიყო პროფესიონალი.“

ნევილი როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დაწყებაზე არც ფიქრობდა. ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის სიყვარულმა და როი ჰოჯსონთან მუშაობის სურვილმა განაპირობა.
“სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად არანაირი გეგმები არ მქონდა. ფეხბურთს თავი დავანებე და თავს კომფორტულად ვგრძნობდი.
ეს ხომ ინგლისია. ჩემი ქვეყანა და მისი მაისურით თამაში ყოველთვის მიყვარდა.
როი ფანტასტიური მწვრთნელია, ის თავისი ეთიკის შესაძლებლობებში სრულადაა დარწმუნებული, მე კი აქ სწორედ მის დასახმარებლად ვარ.“
- დაასრულა ნევილმა.

გარი ნევილი Sky Sports-ს ან ინგლისის ნაკრებს დატოვებს

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Amerigo
19 მარტი 2013 12:15
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
- G I O -,
ხოოო
0
№12
ავტორი: Shako Jones
19 მარტი 2013 15:21
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ნერვები მეშლება სქაიში როა და თან დამხმარეთ
0
№13
ავტორი: UTD-Rule
19 მარტი 2013 16:56
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნაკრებიდან წასვლა არამგონია ლოგიკური იყოს 3d_1
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: Amerigo
19 მარტი 2013 18:41
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
UTD-Rule,
გააჩნია გარისთვის!
0
№15
ავტორი: Amanda Seyfried
19 მარტი 2013 18:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
შენ გადაწყვიტე ძმაო,მე ვერ ვიქნები კომპედენტური შენს საქმიანობაში hi2
0
№16
ავტორი: buka oboladze
20 მარტი 2013 00:03
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
სქაის დედაც მწვრთნელი უნდა გახდეს ეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top