თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2013, 10:23
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2116,
კომენტარები: 15
სერ ალექსი მატჩის შემდგომ!
სერ ალექსმა ისაუბრა თავის კლუბზე "რედინგთან", მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე...
სერ ალექსი მატჩის შემდგომ!
ჩვენ ისევ გავაგრძელებთ მოგებას!


შოტლანდიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი კლუბი არ შეწყვეტს გამარჯვებებს, იმისდა მიუხედავად, რომ ახლა ორ მანჩესტერულ კლუბს შორის ქულათა სხვაობა 15-მდე გაიზარდა:"სეზონის ამ მონაკვეთში არც ერთი ფეხბურთელი არ იღებს ჯილდოებს და მედლებს, ასე რომ ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ ამ ქულების სხვაობით და არც დავკმაყოფილდებით. ვფიქრობ, რომ ჩემი ყველა ფეხბურთელი ყოველი მატჩის მნიშვნელობას ხვდება, რაც ძალიან გვეხმარება ყოველ მატჩში მოტივაციის ამაღლებაში და რაც მთავარია კარის მშრალად შენახვაში." - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა manutd.com-თან.

"მატჩის წინ ვხვდებოდით, თუ რაოდენ მნიშვენლოვანი იქნებოდა ეს გამარჯვება ჩვენთვის. ჩვენ დიდი სპექტაკლი არ დაგვიდგამს, მაგრამ შეხედეთ ახლა თუ რომელ პოზიციაზე ვიმყოფებით. გუნდი კარგად მოქმედებდა. ჩვენ "სიტის" ასევე 13 ბურთითაც ვუსწრებთ, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია. მაგრამ ერთადერთი რაზეც ჩვენ ვფიქრობთ - ეს შემდეგ მატჩში გამარჯვებაა!"

"მხოლოდ ეს მატჩი არ აჩვენებს იმას, რომ ჩვენ "სიტის" 15 ქულით ვუსწრებთ. ამას ბოლო ექვსი თვე აჩვენებს, რომლის განმავლობაშიც ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულება შესძლეს."

ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში!


"პრობლემად ის ითვლება, რომ ჩემი ფეხბურთელები ახლა ნაკრებში ორ თამაშს ჩაატარებენ. ისინი შაბათს დაბრუნდებიან "სანდერლენდთან" მატჩისთვის და შემდეგ მათ ელით ძალიან დაძაბული ბრძოლა "ჩელსისთან". მაგრამ ჩვენ დიდი გუნდი გვყავს, რაც საშუალებას მაძლევს, შემადგენლობის როტაციას, რომ მივმართო, როგორც ეს ამ მატჩზე გავაკეთე."

რიო ფერდინანდი


"რიო ძალიან კარგად წავიდა წინ. ის ამაში ყოველთვის კარგი იყო. რათქმაუნდა ამას ყოველ მატჩში ვერ გააკეთებს. მაგრამ გუშინ მან ამით, ძალიან დიდი სარგებელი მოგვიტანა."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
17 მარტი 2013 14:56
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
თუ დააკვირდებით ფერდი რაკარგ გრძელ პასებს აკეთებს და თითქმის ყველას ზუსტს )) უმაღლესი დონის მცველია ვიდაც ეხა რო ფორმაში იყო ამდენ გოლს არ გავუშვებდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: VaRdo
17 მარტი 2013 15:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჯერ სად ხართ. სეზონის ბოლოს მინიმუმ 20 ქულა მინდა სხვაობა სიტისთან!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: red devil
17 მარტი 2013 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
creep,
1-6 mashin movinelebt roca oldze igive angarishit gavanadgurebt.
0
№14
ავტორი: TrueRed
17 მარტი 2013 20:04
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
haah titqmis chvenia epl titqmis ra uechveli unda gadavuarod sitis oldzee... riom.dzaan magrad itamashaa..
0
№15
ავტორი: Amanda Seyfried
17 მარტი 2013 21:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
დაღლილობის ბრალი იყო ასეთი თამაში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top