თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2013, 14:23
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2196,
კომენტარები: 14
სერ ალექს ფერგიუსონი ინგლისურ ფეხბურთზე
სერ ალექს ფერგიუსონი არ თვლის, რომ ინგლისური ფეხბურთი კრიზისშია...
სერ ალექს ფერგიუსონი ინგლისურ ფეხბურთზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი არ თვლის, რომ ინგლისური ფეხბურთი კრიზისშია, იმისდა მიუხედავად, რომ არც ერთი პრემიერ ლიგის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვერ გავიდა.

როგორც ცნობილია "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ფლეი-ოფის პირველი რაუნდიდანვე გამოვარდნენ, ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" და "ჩელსიმ" ჯგუფიდანაც კი ვერ შეძლეს გამოსვლა.

პირველად 17 წლის მანძილზე, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე არ ითამაშებს არც ერთი ინგლისური კლუბი, მაგრამ ამაში სერ ალექს ფერგიუსონი რაიმე გასაკვირს არ ხედავს და ფიქრობს, რომ ინგლისისთვის ერთი ციკლი დასრულდა და ახლა ახალი იწყება.

"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ "რეალის" წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გავსულიყავით 1/4 ფინალში, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა."

"მე ვფიქრობ, რომ ყველა გუნდი არ უნდა დაადანაშაულოთ და ბევრი სისულელე ისაუბროთ ჩვენზე. მე ამის აბსოლიტურად არ მჯერავს."

"აქ არის ციკლი. შეხედეთ "დორტმუნდის ბორუსიას" და "მიუნხენის ბაიერნს", ისინი ამ სეზონში ძალიან ძლიერები არიან. სწორედ ასეა ესპანეთიც უკვე რამოდენიმე წელი."

"რამოდენიმე წლის წინ, ინგლისური კლუბები ყოველთვის იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში და ფინალებში. ამ დროსითვის ჩვენ ვაკვირდებით იმ ციკლს, სადაც გერმანული კლუბები პროგრესირებენ." - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა Goal-თან.


წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: razma21
16 მარტი 2013 18:40
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ბაბუ სწორს ბაზრობს))
0
№12
ავტორი: m-an-united
16 მარტი 2013 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
swori xar babu)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№13
ავტორი: Amanda Seyfried
16 მარტი 2013 20:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ინგლისი დაბრუნდება
0
№14
ავტორი: buka oboladze
17 მარტი 2013 00:04
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ, რეალი ვერ მოვინელე რა

საღოლ ავტორ, რეალი ვერ მოვინელე რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top