თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2013, 21:20
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2145,
კომენტარები: 14
მარადიული ბრილიანტი
იგი-რაიან გიგზია და იგი მარადიულია!
მარადიული ბრილიანტი
დიდი და პატარა გუნდების სკაუტები ხშირად პოულობენ ფეხბურთელებს ისეთ ღმერთისაგან დავიწყებულ ადგილებში, რომლებიც გულშემატკივრებს არასდროს არ გაუგონიათ. არი მათ თამაშში ისეთი სილამაზე, რასაც ექსპერტები ხედავენ. ასეთ ფეხბურთელებს, ჯერ აკადემიაში ეძახიან, შედეგ გადაიბირებენ სხვაგან და საბოლოოდ იძახებენ გუნდში. მაგრამ, როგორ შეიძლება ამ დაუმუშავებელი ფეხბურთელისაგან ბრილიანტის შექმნა? და რა არის ბრილიანტი საფეხბურთო სამყაროში?

ერთი გაბრწყინება საკმარისი არ არის. სილამაზე? არ არის მაჩვენებელი. ოსტატობა? საკმაოდ აუცილებელია, მაგრამ არა. ყველა ეს თვისება ერთიანათ უნდა იყოს ფეხბურთელში და კიდევ ერთი-მარადიულობა. ბრილიანტის განადგურება შეუძლებელია. მას ვერ გაანადგურებ ვერც დამღლელი ვარჯიშებით და ვერც პოპულარობით. ბრილიანტი-მარადიულია და მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ ამ სახელის ტარება.

ზოგი, აუღწერელი პოპულარობის და უნიკალური მონაცემების მქონე ფეხბურთელები, როგორიც რონალდინიოა, ხშირად კარგავენ მოტივაციას ღამის კლუბებში პოწიალისა და ვარჯიშების გაცდენის გამო. ამის შედეგად, ბრილიანტს დეფექტი უჩნდება. იგი ყველას აოცებს თავისი თამაშით, მაგრამ ამავდროულად ყველამ იცის, რომ იგი აღარარის ისეთი, როგორიც იყო. ზოგს, რომლებსაც იგივე მონაცემები აქვთ, პრობლემებს უქმნის ტრავმები, რომლებიც კარიერის ხანგრძლივობას უმცირებს. მესამე, მძიმე მუშაობის მიუხედავად, ისინი ვერ აღწევენ მაღალ დონეს მონაცემთა უკმარისობის გამო. მეოთხე, უბრალოდ სხვა მდინარეში ვარდებიან.

"იგი 39 წლისაა და გოლები გაჰქონდა "იუნაიტეში" მაშინ, როდესაც მის დღევანდელი თანაგუნდელები შარდს აცილებდნენ "უნიტაზს"".

მაგრამ ვინ, გარდა იმ შავი ბიჭისა, რომელიც სიერა-ლეონში დაიბადა და გაიზარდა საუკეთესო ტრადიციებში იან ფლემუნგის წიგნის მიხედვით, მაინც შემოიყვანა ბრიტანეთში საკუთარი ოჯახი ნამდვილი ბრილიანტით. ეს შავი ბიჭი, რაიან გიგზის ბაბუა გახლდათ. ბაბუა იმ ფეხბურთელისა, რომელმაც შექმნა ახალი საფეხბურთო ეპოქა ინგლისში და გახდა მისი სიმბოლო. მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა.

დაიწყო ყველაფერი ასე:რაიან უილსონი (მაშინ მას ასე იცნობდნენ), ვაჟი შავი რაგბისტის დენი უილსონისა, აგორებდა ბურთს ეზოში, უყურებდა მამამისის თამაშებდა ხვდებოდა, რომ რაგბი მისთვის არ იყო. მანჩესტერში გადასვლის შემდეგ, იგი აღმოაჩინა ფერგიუსონის ერთ-ერთმა სკაუტმა. ეს იყო სტიუარტ ჰაროლდ ვუდი, რომელმაც შეატყობინა შოტლანდიელს, რომ "დინსში" თამაშობს ფეხბურთელი, რომელიც მას ნამდვილად სჭირდება. ფერგიუსონი მას ენდო და მოგვიანებით რაიანი "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის წევრი გახდა 13 წლის ასაკში. მაშინ გუნდში სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ და ასოცირება სხვა სახელებთან ხდებოდა და არა იმგენთან, რომლებიც ახლა თამაშობენ გუნდში. მაგრამ 20 წლის შემდეგ, როდესაც "მანჩესტერმა" "ლივერპულს" გადაუსწრო ტიტულების რაოდენობით და არც ფიქრობს ამაზე გაჩერებას, გუნდში ისევ თამაშობს გიგზი. ზუსტად ის ფეხბურთელი, რომელიც ღმერთისაგან დავიწყებულ გუნდში იპოვეს ჯამრთელი, ნიჭიერი და უზომო მონაცემების მქონე ფეხბურთელი. ახლა კი იგი, 39 წლისაა და სხვა ფეხბურთელებისაგან განსხვავებით ისევ ახდენს საოცრებებს, როგორც ადრე.

"უკვე თავი მოგაწყინეთ, არა?"

მას არ ესმის, თუ როგორ შეიძლება საათობით თამაშობდე "Call of Duty"-ს, იგი ნორმალურად იკვებება, დაკავებულია იოგით და თამაშობს ძირითად შემადგენლობაში "რეალის" წინააღმდეგ. მას გამოყავს ფეხბურთელები და იკავებს მარჯვენა ფლანგს, რომელზეც თამაშობენ კრიშტიანუ რონალდუ და ფაბიო კოანტრაო. ხალხი, "მაგათი დედაც", რომლებიც 10-15 წლის უმცროსები არიან მასზე. ატარებს თავის მეათასე შეხვედრას და აჩვენებს საუკეთესო თამაშს. ანადგურებს მარცხენა ფლანგის მცველს, ართმევს ბურთს ორ მსოფლიოში საუკეთესო მცველებს, ჩაბნის მათ სისწრაფეში, ასრულებს არაჩვეულებრივ გადაცემებს ერთ შეხებაში, ქოქავს ოთხმოც ათასიან სტადიონს და ბრწყინავს ისე, როგორც არასდროს.

ამ ყველაფერს დავამატოთ ისიც, რომ მან კიდევ ერთ წლიან კონტრაკტს მოაწერა ხელი, მაშინ როდესაც მსოფლიოში ყველანაირი ტიტული აქვს მოპოვებული. მან იცის, რომ მისი გუნდი ვერ აწევს ჩემპიონთა ლიგის თასს ამ სეზონში. იგი აგრძელებს თამაშს 40 წლის ასაკში, ამ დროს, როგორც ყველამ იცის, ფეხბურთელები კარიერას ასრულებენ. მაგრამ იგი-რაიან გიგზია და იგი მარადიულია!
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Z A C K™
15 მარტი 2013 22:59
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ბრავო! 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№12
ავტორი: Red Hooligan
15 მარტი 2013 23:19
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მერამდენედ დავწერო გიგზის შესახებ... არვიცი მეტი რაღა უნდა ვთქვა ამ ადამიანის შესახებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№13
ავტორი: ლადო
16 მარტი 2013 08:39
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
good2 ბრავო ლაშა......წავიდა ფავორიტებში...გიგზზე რა ვთქვა, ისეთი რაც არ მითქვამს, ლეგნდააა love
0
№14
ავტორი: UTD-Rule
16 მარტი 2013 10:17
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ ლაშა feel გიგზე ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top