თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2025, 06:52
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1276,
კომენტარები: 20
მატჩისწინა პრესკონფერენცია
რუბენ ამორიმის მარჩისწინა ვრცელი ინტერვიუ.
მატჩისწინა პრესკონფერენცია
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რუბენ ამორიმმა ჟრუნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

კუნიას, მაუნტის და დალოს მდგომარეობის შესახებ

- ისინი ამ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ და ჯერ არ ვიცი, რამდენი ხანი დასჭირდება მათი გამოჯანმრთელების პროცესს. მოედანზე გასასვლელად კონკურენტუნარიანი გუნდი გვჭირდება და ასეც იქნება - ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც თამაში სურთ. მაგრამ ის ბიჭები, რომლებზეც თქვენ იკითხეთ, თამაშს ვერ შეძლებენ.

აღდგენის პერიოდზე

- კიდევ ერთხელ - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. მაგრამ თუ კუნიას ბაზის გარეთ დაინახავთ და ამ კითხვას დაუსვამთ, ის აუცილებლად გეტყვით, რომ კვირას მოედანზე გასასვლელად მზადაა! ისინი ყველა დიდ ზეწოლას ახდენენ ჩემზე და ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.

მოწინააღმდეგეზე

- ეს არის საუკეთესო გუნდი ლიგის საუკეთესო მწვრთნელით, გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც რთულია. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გვჯერა ჩვენი ბიჭების. ეს კარგი თამაში იქნება. ვიცით, რა ვქნათ, ვარჯიშისთვის დრო გვქონდა და კლუბების ამჟამინდელ პოზიციას ცხრილში ახლა მნიშვნელობა არ აქვს.

გაუმჯობესდა თუ არა გუნდი "ეტიჰადზე" ბოლო გამარჯვების შემდეგ ?

- დიახ, ვფიქრობ, რომ გავძლიერდით, ყოველ შემთხვევაში, სტატისტიკა ასე ამბობს. ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ისინი არ იტყუებიან.

სენე ლამენსზე

- ძალიან გვიხარია, რომ ის ჩვენთანაა, ამ ბიჭს დიდი პოტენციალი აქვს. დიახ, ახლა ძლიერი და გამოცდილი მეკარე გვჭირდება, მაგრამ ასევე უნდა შევაფასოთ აწმყო მომავლის თვალსაზრისით - ორივეზე უნდა ვიფიქროთ. სენე მზად იქნება ამისთვის.

რატომ დაიმატა კლუბმა ლამენსი ?

- კლუბი ყოველთვის უკეთებს შეფასებას სხვადასხვა ვარიანტს. ახლა გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზება, მაგრამ ამავე დროს აქვს პოტენციალი, რომ მეკარის საკითხი მრავალი წლის განმავლობაში დახუროს.

- ითამაშებს თუ არა ბაინდირი "სიტის" წინააღმდეგ ?

- დიახ.

როგორ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება ?

- ლამენსისთვის ეს ახალი ქვეყანაა, ახალი ლიგა, ახალი ვარჯიში, ახალი ბურთი, ამიტომ მას უნდა შეეგუოს ამ ყველაფერს. ​​თუმცა, ორივე მათგანი სასტარტო მეკარის პოზიციისთვის იბრძოლებს.

ონანის წასვლასთან დაკავშირებით

- არის ანდრეს მსგავსი სიტუაციები ფეხბურთში. მას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა "ინტერში", ის შესანიშნავი მოთამაშეა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ფეხბურთელი კლუბში კარგად არ თამაშობს და ეს სულ უფრო და უფრო რთულდება. "იუნაიტედში" ფეხბურთელები წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ არიან და ზოგჯერ მხოლოდ ცვლილებას შეუძლია სიტუაციის მოგვარება. რაც შეეხება ალტაის, მე მჯერა მისი, ის მზადაა სათამაშოდ.

გუნდში კურსდამთავრებულების რეკორდული სერია

- ჩვენ გვსურს ამ რეკორდის შენარჩუნება და მე ნამდვილად არ მინდა ვიყო ის ადამიანი, ვინც ამ სერიას დაარღვევს და ამ იდეას გააფუჭებს. "იუნაიტედის" ისტორია კლუბის კურსდამთავრებულებზეა აგებული და ჩვენი მიზანია ამ მემკვიდრეობის შენარჩუნება. ყოველ შემთხვევაში, მე აბსოლუტურად გადაწყვეტილი ვარ ამის სასარგებლოდ ვიმოქმედო.

იმის შესახებ, ესაუბრა თუ არა თავის ყოფილ სპორტულ დირექტორ ჰუგო ვიანას, რომელიც "სიტიში" გადავიდა

- ჩვენ სხვადასხვა კლუბში ვართ და სხვადასხვა პოზიციაზე ვართ. ფეხბურთზე არ ვსაუბრობთ, რადგან ახლა მე "წითელი" ვარ და ის "ლურჯი". თუმცა, ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს ნამდვილად არ შეიცვლება.

ისევ ონანაზე

- დიახ, შეგვეძლო ანდრეს დარჩენის ვარიანტის განხილვა, მაგრამ ჩვენ, როგორც კლუბმა, მივხვდით, რომ ცვლილება იყო საჭირო. ზოგჯერ ძნელია ერთი გზით ახსნა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი - თამაში, ცუდი მომენტები, ბანალური უიღბლობა... ეს ყველაფერი ონანასთვის რთული გამოცდა იყო. ჩვენ გვესმოდა, რომ სიტუაცია უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ამავე დროს ანდრეს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ის ნამდვილად კარგად მუშაობდა და სხვა მოთამაშეებს ეხმარებოდა, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ გარემოს შეცვლა საუკეთესო საქციელია",- აცხადებს დასასრულს ამორიმი
პრესკონფერენცია
20 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
15 სექტემბერი 2025 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5911
შოუს დაკვირდით მარტო უკან და დიაგონალზე აკეთებს პასებს წინ ვეღარ ამწვავებს ძველებური ჩარბენებიც არ აქვს ტექნიკა მაგას არ აქვს დაცვაშიც ბევრს შეცდომებს უშვებს მარა მაინც ძირითადის კაცია. ამ ტაქტიკით ყველა წვალობს 4-3-3 ნამდვილად ჯობია ფლანგებიდან სწრაფად მაინც შეუტევ
0
№12
ავტორი: PaLoMo
15 სექტემბერი 2025 20:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4157
აი რანაირი მომენტები ვერ გამოვიყენეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: Red alwayes
17 სექტემბერი 2025 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
კიდე ბოლო წუთებზე გაიტანეს მაგათი დამაარსებლის ……… ტვინი წაიღო ამ ლივერპულმა უკვე

კიდე ბოლო წუთებზე გაიტანეს მაგათი დამაარსებლის ……… ტვინი წაიღო ამ ლივერპულმა უკვე
0
№14
ავტორი: Chiko1989
19 სექტემბერი 2025 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
რაშფორდი გაუშვა ტიპმა გუშინ რეები აკეთა ნიუკასლთან გადახედეთ. ჩამოსხმაა ეს კაცი იქ კიდევ მაკტომინეი წინა სეზონში სერია A საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ვიღაც უგარტე მოათრია მის მაგივრად აქეთ ანტონი რა ფორმაშია და დიალოს დააფაფხურებს დღეს. ფუ შენი ფილოსოფია და ხედვა მოვტ.... ამორიმ.
0
№15
ავტორი: ikeoni
19 სექტემბერი 2025 09:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11679
ციტატა: Chiko1989
რაშფორდი გაუშვა ტიპმა გუშინ რეები აკეთა ნიუკასლთან გადახედეთ. ჩამოსხმაა ეს კაცი იქ კიდევ მაკტომინეი წინა სეზონში სერია A საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ვიღაც უგარტე მოათრია მის მაგივრად აქეთ ანტონი რა ფორმაშია და დიალოს დააფაფხურებს დღეს. ფუ შენი ფილოსოფია და ხედვა მოვტ.... ამორიმ.

კაი თუ ჩემი ძმა ხარ აქ არ ეგდო ეგ რაშფორდი ბურთს ვერ აჩერებდა და რეებს აკეთებდა ორი სეზონი?? ანტონიზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია რა დონის მოთამაშეც არის იმ გუნდშია პირველი სამი თამაშის მერე მართლა სასაცილო იყო ტიპი ადგილზე ტრიალის მეტს არაფერს აკეთებდა.. ამორიმი რო ატრაკებს ტაქტიკაზე და ეს სამი მცველით თამაში არ ამართლებს მაგაზე ორი აზრი არაა მაგრამ ვინც გასაყრელი იყო გაყარა სწორად და კიდე დარჩა გასაშვები უბრალოდ მაგას ერთი ფანჯარა არ ეყოფოდა
0
№16
ავტორი: Roberto
19 სექტემბერი 2025 10:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 520
გასაკვირი ისაა რო აქედან წასული მოთამაშეები პროგრესს განიცდიან.ვერც სხვა მწვრთნელმა და ვერც ამორიმმა ვერ გამოიყენა მოთამაშეები.იმიტომ რომ კარგ ფორმაში მყოფ რაშფორდს ვერაფრით აჯობებს მაგალითად კუნია,ან თუნდაც მბემო.რავიცი ყველას თავისი მოსაზრება აქვს.ისე სიმართლე გითხრათ ამორიმისაც უკვე აღარ მჯერა
0
№17
ავტორი: Chiko1989
19 სექტემბერი 2025 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
ციტატა: ikeoni
ციტატა: Chiko1989
რაშფორდი გაუშვა ტიპმა გუშინ რეები აკეთა ნიუკასლთან გადახედეთ. ჩამოსხმაა ეს კაცი იქ კიდევ მაკტომინეი წინა სეზონში სერია A საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ვიღაც უგარტე მოათრია მის მაგივრად აქეთ ანტონი რა ფორმაშია და დიალოს დააფაფხურებს დღეს. ფუ შენი ფილოსოფია და ხედვა მოვტ.... ამორიმ.

კაი თუ ჩემი ძმა ხარ აქ არ ეგდო ეგ რაშფორდი ბურთს ვერ აჩერებდა და რეებს აკეთებდა ორი სეზონი?? ანტონიზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია რა დონის მოთამაშეც არის იმ გუნდშია პირველი სამი თამაშის მერე მართლა სასაცილო იყო ტიპი ადგილზე ტრიალის მეტს არაფერს აკეთებდა.. ამორიმი რო ატრაკებს ტაქტიკაზე და ეს სამი მცველით თამაში არ ამართლებს მაგაზე ორი აზრი არაა მაგრამ ვინც გასაყრელი იყო გაყარა სწორად და კიდე დარჩა გასაშვები უბრალოდ მაგას ერთი ფანჯარა არ ეყოფოდა

კარგი ანტონიზე გეთანხმები მაგრამ ეხლა ვინც მოიყვანა რომელი ჯობია რაშფორდს? ან მაკტომმინეის? Tu gaxsovs matchi romelic imena maktomineim moigo bolo wutebze brentfordtan

an kidev tundac garnacho aige.roca shveb da sxva mogyavs erti tavit mainc unda jobdes is moyvanili fexburteli gashvebuls.

kidev zirkzes da hoilundis donis tavdamsxmeli matria sesko.roca yidi da yidulob gayidulze bevrad uketesi fexburteli unda moiyvano da ara igive donis

25 welia manchestes vbaleshikob eseti y...e done arasdros yofila.
0
№18
ავტორი: Dato kutaisi
19 სექტემბერი 2025 20:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3265
წასული ფეხბურთელები რომ ახალ გუბდში გამოანათებენ ეს იმას აპრიორი არ ნიშნავს რომ ჩვენ ვადებილებდით.უბრალოდ ისინი თავის დონის გუნდში გადავიდნენ სადაც ოდნავ უკეთ თამაშობენ რადგანაც გუნდიც მათი დონეა.რაშფორდი იყო 1 თვის წინ ცარიელ კარში რო ვერ გაიტანა და ააცილა.რაში რა ფეხბურთელიცაა აწი დაინახავს ხალხი უკეთესად რა ****ბებსაც გააკეთებს.მაგ ლოგიკით ონანაც არ უნდა გაგვეშვა.პირველივე თამაშში 9 სეივი ქონდა და რამდენიმე აქედან ძალიან კარგი.ამორიმმა უთხრა ****ბები აკეთე მანჩეშიო?აღარაა ეს ის გუნდი სადაც მაგარი ფეხვურთელი წამოვა.ხოდა ვისი მოყვანის თავიც აქვთ ისინი მოყავთ და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ არ დაეზარებათ რეშივით სირბილი და ირბენენ მაინც.სხვა საქმეა მარტო სირბილი გვყოფნის თუ არა
0
№19
ავტორი: Chesterman
20 სექტემბერი 2025 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 767
რაშფორდს რანაირად უნდა ნატრობდეთ კაცს აქ ყოფნა და თამაში არ უნდოდა 22 წლის მსოფლიოს მერე მაგარი კონტრაქტი დაირტყადა დაიკიდა დაძუნძულებდა ახლა ოცნების გუნდშია და იმიტო თავ-ტრაკს რო ი****ავს ვინც გასაყრელი იყო გაყარეს ყველა ერთი მაკტომინეიზე მწყდება გული და ეგაა
0
№20
ავტორი: Red alwayes
20 სექტემბერი 2025 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
გილოცავთ 3 ქულას ეს ერთი სხვა მრავალი

გილოცავთ 3 ქულას ეს ერთი სხვა მრავალი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top