თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2013, 18:36
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2265,
კომენტარები: 13
იანგი:"ჩვენ დავბრუნდებით გამარჯვების გზაზე"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ ვინგერს ეშლი იანგს სჯერა,რომ თავისი გუნდი ისევ დაუბრუნდება გამარჯვების გზას.მან manutd.com-თან ინტერვიუში განაცხადა,რომ ყველა "მანჩესტერელი" მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის არის დაბადებული.
იანგი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელ ვინგერს ეშლი იანგს სჯერა,რომ თავისი გუნდი ისევ დაუბრუნდება გამარჯვების გზას.მან manutd.com-თან ინტერვიუში განაცხადა,რომ ყველა "მანჩესტერელი" მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის არის დაბადებული.ეშლი იანგი "მანჩესტერ იუნაიტედს" "ასტონ ვილადან" შეუერთა და კლუბის ხელმძღვანელობა მასზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ.

ეშლი იანგმა ინტერვიუსი განაცხადა,რომ "წითელი ეშმაკების" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი თავის ფეხბურთელებს მხოლოდ ტიტულების მოპოვებას შთააგონებს.ეშლი იანგს მიმდინარე სეზონი ძირითადად ტრავმებთან ერთად გაატარა,მაგრამ ეხლა ის სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მზად არის FA თასის მე-6 ტურის განმეორებითი მატჩისთვის,სადაც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება "სტემფორდ ბრიჯზე".

"როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის",რომელიმე ფეხბურთელი დაშავებულია ის მხოლოდ გუნდში მალე დაბრუნებაზე და წარმატებაზე ფიქრობს.მიმდინარე სეზონში რამოდენიმე ტრავმა მივიღე და ვთვლი,რომ ეს ფეხბურთელის კარიერის ნაწილია,რომელიც სულ თავ დასდევს,მაგრამ ეხლა მე მხოლოდ და მხოლოდ ტიტულების მოპოვებაზე და გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ." - განაცხადა ეშლი იანგმა.

"როდესაც ამ კლუბში მოვედი მხოლოდ ტიტულების მოპოვება მინდოდა,რაც ნამდვილად აკლია ჩემს კარიერას.ჩვენ ამ წუთებში ინგლისი პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში ვიმყოფებით 12 ქულიანი სხვაობით,რაც იმას ნიშნავს,რომ ჩვენ ნამდვილად შეგვწევს იმის ძალა,რომ სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის თასი ავწიოთ.იმედია ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ფორმას,რადგან წინ მნიშვნელოვანი მატჩებია."

"კარგად მახსოვს,როდესაც პირველად ვნახე "მანჩესტერ იუნაიტედის" ტიტულების ოთახი,სადაც გუნდის ყველა მოპოვებული თასი ინახება - ეს ნამდვილი საოცრება იყო.იმის შემდგომ მხოლოდ და მხოლოდ ტიტულებზე ვფიქრობ.ის ფეხბურთელები,რომლის სახელებიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება,ისინი მხოლოდ გამარჯვებისთვის არიან დაბადებულნი.ჩვენი მწვრთნელი ნამდვილი გენიოსია,რომელმაც ტვინში ჩაგვინერგა,ტიტულების მოპოვების შთაგონება"

ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი უკვე მეორე სეზონია,რაც "წითელ ეშმაკებს" შეურდება და მან ამ ხნის მანძილზე არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა.ის თვლის,რომ მისი მანჩესტერული კარიერა ძალზედ საინტერესოა

"ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ გამარჯვების გზაზე."მანჩესტერ იუნაიტედის" ჩვევა გამარჯვებაა.ჩვენი გულშემატკივრები,რომლებიც სულ გუნდის გვერდით დგანან მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ,მაგრამ ზოგჯერ ხდება იმედგაცრუებები,რომლებსაც ჩვენაც არ ველოდებით.როდესაც ჩვენს ბაზაზე ვარჯიშობთ,იქ ნასწავ ყველა კომპონენტს მოედანზე ვიყენებთ,რაც გვეხმარება წარმატების მიღწევაში."

"მანჩესტერ იუნაიტედი" სულ მალე FA თასის განმეორებით მატჩს ჩაატარებს ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ,ამ წყვილში გამარჯვებული კი ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

"ყოველთვის მნიშვნელოვანია ესეთი მატჩები.არ არსებობს ისეთი მოთამაშე,რომელიც მოუთმენლად არ ელოდება ამ მატჩს.ჩვენ ჩავალთ ლონდონში მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად." - დაასრულა ეშლი იანგმა.

წყარო: MANUTD.COM
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Mr. Rooney
14 მარტი 2013 17:19
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
მიდი იანგ შენს კენვართ love
0
№12
ავტორი: Shako Jones
15 მარტი 2013 13:17
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მაგარი კაცია მევასება მაგრად
0
№13
ავტორი: Amerigo
22 მარტი 2013 11:31
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
იანგი მაგარი კაცია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top