თბილისი:
მანჩესტერი:
5-12-2023, 09:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2254,
კომენტარები: 15
რომანოს სატრანსფერო ვარაუდები
ფაბრიციოს ტრადიციული "პოდკასტი".
რომანოს სატრანსფერო ვარაუდები
გთავაზობთ ფაბრიციო რომანოს ტრადიციულ ინტერვიუს united we stand - ის პოდკასტში.

1. არსებობს მოსაზრება და ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, რაფაელ ვარანმა კლუბი დატოვოს.

2. შესაძლოა "იუნაიტედმა" ორი მცველის დამატება განიზრახოს, მათ შორის ერთ ერთ უკანახაზელს ისინი ზამთარში ეცდებიან ხოლო მეორე მცველ ზაფხულში დაიმატებენ.

3. გერმანული "შტუტგარტის" ფეხბურთელის სერი გირასი მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია, მისით იტალიიდან ინგლისიდან საფრანგეთიდან ინტერესდებიან, რა თქმა უნდა საქმეში გახლავთ "მანჩესტერ იუნაიტედიც".

4. "ოლდ ტრაფორდელთა" სკაუტები აქტიურად აკვირდებიან ჟან კლერ ტოდიბოს, თავად მოთამაშის პირადი გულშემატკივარი კი ერიკ ტენ ჰაგიც გახლავთ რომელსაც ფეხბურთელის დამატება სურს, ტოდიბო კი ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

5. ყველა დაახლოებული საინფორმაციო წყაროების მიხედვით, სერ ჯიმი რეტკლიფი მომავალ კვირაში შეთავაზებას მოამზადებს თუმცა ეს არ იქნება კლუბის აქციების 100 % ის შესყიდვის თაობაზე გაკეთებული წინადადება.

6. ამ ეტაპზე არ არსებობს არცერთი მინიშნება იმის თაობაზე რომ კლუბი გეგმავდეს ერიკ ტენ ჰაგის განთავისუფლებას.

7. დონი ვან დე ბეკი კლუბს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებს, მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება სწორედ ეს გახლავთ.

8. "იუვენტუსი" აქტიურად აკვირდება და გეგმავს ჯეიდონ სანჩოს დამატებას, თუმცა იტალიელები ფეხბურთელს მხოლოდ არენდის წესით შეიძენენ.

9. "ბრენტფორდი" იანვარში მოისმენს წინადადებებს რომელიც მის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელს აივონ ტოუნის შეეხება, კლუბი სერიოზული შეთავაზების შემთხვევაში არ იქნება წინააღმდეგი დათმოს საკუთარი მოთამაშე, "იუნაიტედი" მოლაპარაკების დაწყებას შეეცდება.
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Kate
7 დეკემბერი 2023 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: f.c.mu
ისეა სიტუაცია არეული რომ ფეხბურთელებს გონიათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ დარჩება თუ არა ესა თუ ის მწვრთნელი, ხოდა ზუსტად ვინც ეგრე ფიქრობს პირველი იმას უნდა გააჯმეინონ გუნდიდან, არაცინ არც ერთი არ უნდა იდგას მწვრთელის ზევით.

გაუტკბათ ბიჭებს, ჯერ ერთი გაუშვეს მერე მეორე მესამე და ამათ გონიათ სულ ესე იქნება სანამ ისეთი არ მოვა ამათ რო გაუსწორდებათ.

ასი პროცენტიანი ხარ. არ შეიძლება ფეხბურტელებს ამხალა ძალაუფლება ქონდეთ-ეს უტავბოლო მართვის ბრალია

ციტატა: De Gea #1
ციტატა: Malboro463
კარგად ვუტევთ მარა სამჯერ მაინც ჩავარდნენ გამტანი არ ყავს ჩელსის თორე ქონდათ რეალური მომენტები მუდრიკს ფინიში არ უვარგა თორე კარგი ვინგერია.
ანტონის ყურებას მოსიარულე რეშფორდს ვუყურო ჯობია ძირში მაინც არ გორავს და ერთ კაცს მაინც ცდება.
მთავარია ტემპი არ დაგდონ და მოვიგებთ

ანტონის რას ერჩი კარგი მატჩი ჩაატარა თან რაშფორდივით დაცვის დახმარება არ ეზარება +პრესინგზე და ართმევებზე მშვენივრად ითამაშა

მე სულ ანტონის კრიტიკაში ვარ- მაგრამ დღეს კარგი იყო. რაშფორდს არც შევადარებ. ისე ფეხბურთელი რაც უნდა არ მოგწონდეს, უსამარტლოარ უნდა იყო და რაც აქვს არ უნდა დაუკარგო-ენტონიმუდამბევრს მუშაობს, ზარმაცი ფეხბურთელი ნამდვილად არ ეთქმის.
მაკტომინაი ცუდი ნახევარმცველია, მაგრამმეორე თავდამსხმელად არა უშავს, და თანაც განწყობა და ტავდაუზოგავობა არ უნდა წავართვათ
0
№12
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2023 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
Ამას ველოდებით ეს ფეხბურთი გვინდა ამას ითხოვს ყველა ამას ... ძალიან მაგარი იყოო საოცარი თამაში ❤

თამაშით მე გალასთან თამაშითაც ვიყავი კმაყოფილი იქაც ჩანდა კონტურები მაგრამ აქ რეალურად განხორციელებული და სხვა ლეველზე ვიხილეთ ის რასაც ითხოვს მწვრთნელი.ვნახოთ აწი რა იქნება

Იმედია გაგძელდება ასე ❤
0
№13
ავტორი: alkimikosi
7 დეკემბერი 2023 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
მაგუაერი რა კარგი იყო ტო. იმენა მაგრად მოუმატა და მიხარია
0
№14
ავტორი: Karanadze
7 დეკემბერი 2023 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 470
Ar velodi dzmao. Imena shevaxramunet chelsi. Pirvel taimshi rac viyomaret egiyo shedevri.
0
№15
ავტორი: Kick_butowski
7 დეკემბერი 2023 12:54
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 10
მოკლედ 2 ძირითადის დონის ცენტრალური მცველი და 1 პერსპექტიული უეჭველი უნდა გუნდს, ეს რაც გვყავს არ ვარგა, ცუდი ფეხბურთელები არ არიან მაგრამ ვერ ვხედავ ჩემპიონ გუნდში რა, ვერცერთი დაცვის ფეხბურთელი ვერ ითამაშებდა ვერც სიტიში, ვერც ლივერპულში და არსენალშიც კი არ მგონია არტეტამ ათამაშოს ჩვენებიდან ვინმე.

რაც შეეხება ფლანგის მცველებს, აი ძაან ცუდები არიან, კაი ჯანდაბას შოუ საშუალო სტანდარტს აკმაყოფილებს მაგრამ დალო საერთოდ სხვაგანაა და ბისაკასაც აერია გონება ვეღარაა ისეთი საიმედო დაცვაში და შეტევა არც იცის. ორივე ფლაგნის მცველი გვინდა უეჭველი ვინმე ნორმალური ჩამოყალიბებული.

ცენტრში ერთი გემრიელი საყრდენი გვინდა შეტევას რომ ეტყვის დაიკიდეთ უკან მე მივხედავო. აი კანტე როგორც იყო ჩელსიში ეგეთი შრომისმოყვარე, 90 წუთი რო ირბინოს და არ დაიღალოს


ფლანგები არ გვყავს შეტევაში საერთოდ, ვინმე სწრაფი რო გაიგდოს და წავიდეს, აი ლეაო მაგალითად როგორცაა, რაშფორდი გასაშვებია, ანტონის ფსიქოლოგიური პრობლემა აქ მარა არც "სასამართლომდე" ხატავდა, გარნაჩო 19 წლისაა და წინ აქ ყველაფერი მარა ჯერ ძირითადის დონის არაა,

ცენტრ ნახევარდაცვა არაა იდეალური მაგრამ ყველაზე ბოლო პრობლემა ეგაა ჩვენი, ბრუნო და მაუნტი რამეს იზამენ

ცენტრ ფორვარდი, რავი ჰოილუნდი შეიძლება ისე განვითარდეს ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ამ ეტაპზე არ მგონია ჩემპიონი გუნდის ძირითადის წევრი იყოს, ოსიმენი ბევრად ჩამოყალიბებულია, ფრანკფურთს ფეხბურთელს თუ ყიდულობენ მაგას ოსიმენი არ ჯობია? კი მაინც დაამტკიცა უკვე და ის კაცმა არ იცის იქნებ გაამართლოს იქნებ არა.


მეკარეს რაც შეეხება, ონანა პრემიერ ლიგაში სანამ სტაბილურია არ უნდა გავუშვათ ჩემი აზრით მაგრამ მეორე მეკარე რო გვყავს თურქი ეგ მაინტერესებს როგორია, თასზე მაინც დააყენოს.


ერიკ ტენ ჰააგს რაც შეეხება, არ გავუშებდი მე რომ ვწყვეტდე საკითხს, ჯერ ხომ ტრამვებშია გახვეული, მერე მეორე ვიცით რა შეუძლია როცა დალაგებული გუნდი ყავს თუნდაც საშუალო დონის, (ახლა აიაქსის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მგონია ის აიაქსიც კი პლში ოთხეულში უეჭველი შესულიყო) ერთ წელს მინიმუმ ვაცდიდი და კარტ-ბლანშს მივცემდი - ვინც გინდა გაყიდე, ვინც გინდა იყიდე.

რანგნიკს კარგი არაფერი გაუკეთებია მანჩესტერისთვის მარა ერთი თქვა რა, მცირე კოსმეტიკით ვერაფერ შედეგს მივაღწევთ საჭიროა ღია ოპერაცია გულზე, აი გუნდის ბირთვი უნდა გამოიცვალოს, რაშფორდი, მარსიალი, დალო, ლინდელოფი და ეგეთი ნახევარფაბრიკატი კამანდა უნდა გავუშვათ სულ რომ არ ითამაშონ გუნდში რომ გყავს აურას ურევს სხვებს და სიტუაციას აფუჭებენ ლუზერი მენტალიტეტით.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top