თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2013, 16:02
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 1871,
კომენტარები: 14
სულშერი: „გიგზი მშვენიერი მწვრთნელი იქნება“
ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში რაიან გიგზი მოედანზე თავის გამოჩენასთან ერთად იგი ბევრ რამეს ისწავლის სერ ალექს ფერგიუსონისგან.
სულშერი: „გიგზი მშვენიერი მწვრთნელი იქნება“
ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში რაიან გიგზი არა მარტო გამოიჩენს თავს მოედანზე, არამედ იგი ბევრ რამეს ისწავლის სერ ალექს ფერგიუსონისგან, რათა ოდესმე გაწვრთნას კლუბი.

„გიგზი ფეხბურთის თამაშს კიდევ ერთი წელი აპირებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამავდროულად ის სერ ალექს ფერგიუსონისგან ბევრ რამეს ისწავლის, რაც შემდგომში გამოადგება. მე ვფიქრობ, რომ გიგზი თავად აპირებს გახდეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი.“

„მე უკვე განვაცხადე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნა ჩემი ოცნებაა. მაგრამ ამას არასერიოზულად ეკიდებით, ეს ხომ ძალიან სერიოზული და დიდი სამუშაოა, ალბათ ყველაზე დიდი მსოფლიოში. მაგრამ თქვენ ასეთ ოცნებებს უნდა მოეშვათ, თორემ ვერაფერს მიაღწევთ. მოვითმინოთ და დაველოდოთ, თუ რა მოხდება მომავალში.“

სულშერმა ასევე ისაუბრა მის მუშაობაზე „მოლდეში“, რომელიც მისი ხელმძღვანელობით პირველად გახდა ნორვეგიის ჩემპიონი და შემდეგ სეზონშიც შეძლო და დაიცვა ეს ტიტული.

„მე ორი თანაშემწე მყავს, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდნენ და ჩვენც ფერგიუსონის მსგავს ფილოსოფიას მივმართავთ.. „მოლდეში“ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბევრი მათგანი ფიქრობდა, რომ ისინი ასეთი დონისები არ იყვნენ. შვიდი მეორე ადგილი, ბევრი ვერცხლის მედალი, რამდენიმე თასი და არც ერთი ოქრო ჩემპიონატში. ვფიქრობ ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, იმის დახმარებით, რომ ბიჭებს სჯეროდათ საკუთარი თავის.“

წყარო : Manutd.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
13 მარტი 2013 18:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შენც მშვენიერ მწვრთნელი იქნებოდი love
0
№12
ავტორი: buka oboladze
13 მარტი 2013 18:18
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ან კანტონა ან კინი მომავალ მწვრთნელებად და გიგზიც შეიძლება, მეტი არავინ !!!
0
№13
ავტორი: UTD-Rule
13 მარტი 2013 18:33
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს გიგზი კარიერის დასრულების შემდეგ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: red devil
13 მარტი 2013 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Imedia am oridan erterti iqneba manus mwvrtneli fergis shemdeg
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top