თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2023, 19:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 12
ტენ ჰაგი: "მოთმინება გვმართებს"
ტენ ჰაგის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ტენ ჰაგი:
ბუნდოვანი მომავალი, არცთუ ისე სახარბიელო შედეგები, ეს ყველაფერი "იუნაიტედის" თავს ტრიალებს, თუმცა კლუბის მენეჯერი ოპტიმისტურ განწყობას არ კარგავს.

პრემიერ ლიგის გასულ ტურში, ნიდერლანდელის შეგირდები პეპ გვარდიოლას "სიტისთან" უშანსოდ დამარცხდნენ ანგარიშით 0-3.

"მანჩესტერ სიტისთან" თამაშის შემდეგ კითხვებს სვამთ თუ რა ხდება ჩვენს თავს?, თუმცა გავიხსენოთ, რომ წინა სამი მატჩი მოვიგეთ და განწყობა ძალიან კარგია.

ვფიქრობ, მწვერვალებისკენ ნაბიჯ ნაბიჯ მივიწევთ. დასაწყისი რთული იყო, მაგრამ ახლა აღმასვლისკენ მივდივართ. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება.

მიხარია, რომ ტრავმირებულები მალე დაბრუნდებიან, შემდეგ კი ჩვენი გუნდი გაძლიერდება",
- ციტირებს The Independent-ი ტენ ჰაგის სიტყვებს.

ამ კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედი" ორ მატჩს გამართავს - "ნიუკასლთან" (1 ნოემბერი, ლიგის თასი) და "ფულჰემთან" (4 ნოემბერი, პრემიერ ლიგა).
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Kate
2 ნოემბერი 2023 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: red_devil_17
ციტატა: Kate
ციტატა: red_devil_17
ძალიან კარგი ანალიტიკური სტატია იმაზე თუ სადავართ ამ მომენტში. ბევრი სეზონი დაგვჭირდება რო გრანდებში ღირსეულად დავბრუნდეთ.

https://europop.ge/article/57287-iunaitedi-satsodaobaa-siti-kidev-upro-dzlieria-



ra-gamochnda-derbishi

ეგ ცხადია. მაგრამ ამ მწვრთნელთან ერთად არა. ამ გუნდს ვიღაც გამოცდილი უნდა-ვისიც პატივისცემა ექნებათ ფეხბურთელებს

ამდენი წაგება პირველ 15 თამაშში გუნდს არ ქონია 60 იანო წლების მერე. სახლში ამდენი წაგება 30-იქნო წლების მერე. და ესენი კიდევ ტენ ჰაგს შესცქერიან. ტიპი ანტი რეკორდებს ამყარებს ყოველ დღე


გუნდში ყველაფერი მოშლილია როგორც ინსტიტუციაში, მწვრთნელი რამდენიც არ უნდა ვცვალოთ არაფერი შეიცვლება. მარტო იმ შემთხვევაში შეიძლება გაამარღთლოს თუ ვიღაც ფერგის მსგავსს მოვიყვანთ რომელიც მანიაკალურად ყველაფერს აკონტროლებს, როგორიც მაგალითად სიმეონეა. მაგრამ ეგეც ვეღარ ვქაჩავთ ვხედავთ, ერთი კაცების დრო წავიდა. თუ ყველაფერი სინქრონში არ მუშაობს გუნდში დგება ის შედეგი რაც გვაქვს. განსაკუთრებით მაშინ როცა ერთზე მეტ რგოლშია პრობლემა. და ჩვენთან ყველა რგოლში პრობლემაა.

მე არ ვამბობ რომ ტენ ჰაგი ერთადერთი პრობლემაა. მაგრამ ეგ საერთოდ ვერ ათამაშებს გუნდს და წასასვლელია. თუმცა ძალიან ბევრი ფეხბურთელი უნდა მიყვეს იმიტომ რომ ძალით არ თამაშობენ რომ მწვრთნელი გააგდონ. ჰოდა ეგეთი ჭირვეული სასტავი უნდა გარეკონ
0
№12
3 ნოემბერი 2023 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 326
ციტატა: ikeoni
ციტატა: alkimikosi
ყველაზე ცუდი მწვრთნელის ცვლაა, სულ რატომ ითხოვთ ბიჭებო მწვრთნელის შეცვლას მართლა ვერ გამიგია, ხო უნდა არა გუნდი რო ჩამოაყალიბოს თავის გემოზე, მთავარია რო მხარი აუბან თორე ყველაფერი კარგად წავა... მწვრთნელების ცვლა ყოველთვის ცუდ შედეგს მოიტანს

მეც მაგ აზრზე ვარ და უნდა დარჩეს ყველა ვარიანტში მაგრამ აქვს ცოტა გაუგებარი გადაწყვეტილებები გინდაც სიტისთან ვარანი რეგილონის არ დაყენება იგივე ცვლილებები .. რავი ცოტა უნდა გადახედოს თავის შეცდომებსაც და გაანალიზოს

მართალია, არა მგონია, რომ მწვრთნელის შეცვლა პანაცეა იყოს, აქ უფრო სიღრმისეული პრობლემებია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top