"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, დიმიტარ ბერბატოვი უკმაყოფილოა კლუბის თამაშით "ტოტენჰემთან" გამართულ მატჩში, ბულგარელმა მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.
"უნდა გაიღვიძო, ჯანდაბა! "ტოტენჰემთან" მეორე ტაიმი ძალიან ცუდი იყო, ასევე "ვულვერჰემპტონთან" თამაშში ყველაფერი არც თუ ისე კარგად განვითარდა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება ძლიერი ცენტრი, რომელიც გაიტანს გოლებს, როცა კარგი შესაძლებლობები იქნება. იმედი მაქვს, რომ ჰოილუნდი სწორედ ასეთი იქნება", - ციტირებს Betfair ბერბატოვისნსიტყვებს
მესამე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნოტინჰემ ფორესტს" უმასპინძლებს.