ამჟამად უკვე ოფიციალურად, "მანჩესტერ იუნაიტედს" დანიელი თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი შეუერთდა.
ფეხბურთელის თქმით მის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა იქონია.
"ტენ ჰაგთან პირველივე საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იდეალური ადგილი იქნება ჩემი განვითარებისათვის.
მე ვისიამოვნებ მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესო სპეციალისტთან მუშაობით. მჯერა რომ ბევრის მიღწევა შემიძლია ამ განსაკუთრებულ კლუბში ჩემს ახალ კოლეგებთან ერთად", - ციტირებს კლუბის ოფიციალური პრეს-სამსახური დანიელი თავდამსხმელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რონ ჰოილუნდის ტრანსფერი ინგლისურ გრანდს ბონუსების ჩათვლით 85 მილიონი ევრო დაუჯდა.