მარკუს რაშფორდმა მანჩესტერ იუნაიტედთან ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა.
"მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. ყველაფერი დამოწმებული და დადასტურებულია - კლუბის განცხადება მალე იქნება.
როგორც გაირკვა, წინასწარი შეთანხმება ერთი თვის წინ იქნა მიღწეული. ახლა ყველაფერი ხელმოწერილი და დასრულებულია. ახალი კონტრაქტი ძალაში 2028 წლის ივნისამდე იქნება", - აღნიშნავს იტალიელი ჟურნალისტი.
მარკუსს "წითელ ეშმაკებთან" მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურებოდა. თავდამსხმელი მანკუნიელების მაისურს 2016 წლიდან ირგებს.
გასულ სეზონში რაშფორდმა "იუნაიტედის" რიგებში 55 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 30 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.