თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2023, 18:47
ავტორი: kikala,
ნანახია: 1356,
კომენტარები: 12
გრინვუდმა შესაძლოა გუნდი იჯარის წესით დატოვოს
მეისონს მსურველი იტალიიდან გამოუჩნდა
გრინვუდმა შესაძლოა გუნდი იჯარის წესით დატოვოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო დირექტორმა ჯონ მურტომ "ატალანტასთან" რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერზე მოლაპარაკებების დროს შეიტყო, რომ ბერგამოელები დაინტერესებულები არიან მეისონ გრინვუდის იჯარით, იტყობინება Manchester Evening News.

ერიკ ტენ ჰეგს არ სურს ახალგაზრდა ინგლისელის გაყიდვა, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მეისონის იჯარით გაშვების შესახებ. მურტომ ეს ვარიანტი "ატალანტას" წარმომადგენლებთან განიხილა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟოზე მოურინიო, რომელიც ახლა "რომას" ხელმძღვანელობს, გრინვუდის იჯარით არ არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი 2022 წელს დააკავეს გაუპატიურების მცდელობისთვის. თუმცა, გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მეისონი უდანაშაულოა და შესაბამისად 2023 წლის თებერვალში ბრალდება მოეხსნა. გრინვუდს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.
ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: bero123
8 ივლისი 2023 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ოფიციალურად დავიდმა დატოვა კლუბი თავისაფალი აგენტი გახდა. სამაგიეროდ ონანაში იხდიან 60 ლიმონს. ფუ ამათი უთავმოყვარეო დედები......... გუნდს 9 არ ყავს და მეკარეში იხდის 60 და ყველაზე სირცხვილი და გულდასაწყვეტი დაცაა გუნდის ლეგანდას ესე მოექცნენ. ვერც კი გაყიდეს რა დებილები არიან ამნაირი
0
№12
ავტორი: Kate
8 ივლისი 2023 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Kate
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Malboro463
ტურნეზე დაკვირდნენ შეილება ბევრს აჯობოს.
გარანჩოს მოდელობა დაუწყია და კალვერტ კევინის გზას არ დადგეს

ბრუნოკ დაუწერა ფოტოზე კომენტარი.მგონი ასეთი შინაარსისი არვიცი მეორე პროფესია თუ გქონდაო თუ რაღაც მსგავსი(აღარ მახსოვს)

გრინვუდის მეორე პროფესიას მოდელობა სჯობს

აი რატო ჩააჯინდი გრინვუდი?ხო გაამართლე და რას ერჩი?დამნაშავედ რომ ეცნენ ბაზარი არააა თუმცა რამდენი ბოროტი ქალი არსებობს რომელიც ანადგურებს კაცს და ცხოვრებას უნგრევს?

1. არ გაუმართლებიათ.
2. საკმარისი მოვისმინე და ვნახე.
3. კარგი ვთქვათ მაგ ქალმა გამოიგონა ყველაფერი და ცზოვრებას და კარიერას უნგრევს ტყვილებით- მაშინ ცოლად რაღას მოყავს და ბავშს რაღას აჩენს?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top