კოლოსალური თანხა, დაბლოკილი ტრანსფერი - ეს ჰარი კეინია, რომლის შეძენასაც, დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ მოახერხებს.
The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისურმა გრანდმა ვექტორი შეცვალა, "წითელი ეშმაკების" ორიენტირი პორტუგალიელი თავდამსხმელი გახლავთ, რომლის ტრანსფერსაც ინგლისური გრანდი მიზნად ისახავს, საქმე ეხება "ბენფიკას" დამრტყმელ ძალას გონსალო რამოსს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელებს რამოსის გაშვების პრობლემა არ აქვთ და მისი გასხვისება რაც შეიძლება მალე სურთ.
პორტუგალიელით ერიკ ტენ ჰაგის კლუბი ჯერ კიდევ იანვარში იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ ლისაბონურმა კლუბმა ძალიან დიდი სატრანსფერო თანხა მოითხოვა და მოლაპარაკებაც ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ რამუშის გარდა "მანჩესტერელები" ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელით რენდალ კოლო-მუანითაც არიან დაინტერესებულები.