მაგუაიერი ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად "მანჩესტერის" დატოვება მოუწევს.
ჰარი სულშერის მწვრთნელობის პერიოდში გუნდის კაპიტანი და ძირითადის შეუცვლელი წევრი იყო. ჰაგის მოსვლის შემდენ მან დაკარგა ძირითად შემადგენლობაში ადგილი. თუმცა საქმე ისაა, რომ ვარანის და მარტინესის ტრამვების მიუხედავად იგი შემადგენლობაში მაინც ვეღარ ხვდება. Manchester Evening News-ცნობით დიდი შანსია მაგუაიერმა გუნდი დატოვოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
ინგლისელმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გასულ წელს ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. მან ასევე ითამაშა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩები იტალიის და უკრაინის წინააღმდეგ.
"ვესტ ჰემი", "ინტერი" და "რომა" დაინტერესებულები არიან ჰარის ტრანსფერით, თუმცა არ სურთ იმ ხელფასის გადახდა რაც აქვს "იუნაიტედში". მაგუაიერს 2025 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი "წითლებთან".