თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2013, 20:56
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2834,
კომენტარები: 16
როგორ შეუძლია რამდენიმე მარტივ ცვლილებას, იუნაიტედი დაუმარცხებლად აქციოს
მანჩესტერ იუნაიტედი არაჩვეულებრივ პოზიციაზე იმყოფება ამ სეზონში, მაგრამ მათ შეუძლიათ ეს შედეგი შემდეგ სეზონში გააუმჯობესონ.
როგორ შეუძლია რამდენიმე მარტივ ცვლილებას, იუნაიტედი დაუმარცხებლად აქციოს
მანჩესტერ იუნაიტედი არაჩვეულებრივ პოზიციაზე იმყოფება ამ სეზონში, მაგრამ მათ შეუძლიათ ეს შედეგი შემდეგ სეზონში გააუმჯობესონ.

მეორე ნახევარმა "ჩელსის" წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ პრობლემებს, რომლებსაც გუნდი მოედნის ცენტრში განიცდის და აუცილებლად უნდა იქნეს გამოსწორებული შემდეგი კამპანიისათვის. "წითლები" კარგ ფორმაში იმყოფებიან მიმდინარე სეზონში, მაგრამ არის ადგილები, რომლებიც გუნდმა უნდა დაამუშაო ან საერთოდ ამოიღოს. "იუნაიტედმა" მცირედი ცვლილება უნდა გააკეთოს ცენტრში ორი მიზეზის გამო. პირველი, შემადგენლობაში უნდა იყოს ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს შეცვალოს ტრავმირებული ფეხბურთელი. მეორე, პოლ სქოულზის არ ყოფნა ძალიან დიდი დანაკლისია გამოცდილების თვალსაზრისით და აუცილებლად, გუნდის რიგებში უნდა მოხვდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს ამ დანაკლისიც კომპენსირებას.

ამ პრობლემაზე უკვე ფიქრობს სერ ალექსი. ზუსტად ამ მიზეზის გამო შეიძინა მან რობინ ვან პერსი, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ გუნდი ზაფხულში კიდევ რამოდენიმე ახალ ფეხბურთელს შეიძენს. "იუნაიტედს" არ სჭორდება განსაკუთრებული მონაცემების მქონე მოთამაშე, არამედ ისეთი, რომელიც შეძლებს ცვლილებიდან გამოსვლის შემდეგ, თამაშის ტემპი არ დააგდოს. კიდევ ერთი მიზეზი კი, ზემოთ ხსენებული, ტრავმირებული ფეხბურთელის შეცვლაა.

ნანიმ, ანტონიო ვალენსიამ და ეშლი იანგმა თავიანთი შესაძლებლობები ამ სეზონში ვერ გამოამჟღავნეს. ყოველთვის, როდესაც ფერგიუსონი ერთ-ერთ მათგანს მოედანზე უშვებს, გუნდის სხვა წევრები ვერ ეწყობიან მათ, რადგან ყოველი მათგანი სხვა ტიპის ფეხბურთელია. ამ ფეხბურთელებს საკმაოდ სანერვიულო ექნებათ, როდესაც გუნდს ვილფრიდ ზაჰა შეუერთდება, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაში იმყოფება. შინჯი კაგავა, ერთადერთია, რომელიც თამაშის სტილით დავიდ სილვას და ჩავის წააგავს. ფერგიუსონმა წელს ისეთი ტრანსფერი უნდა განახორციელოს, რომ შეძენილმა ფეხბურთელმა შეძლოს თამაშის წაყვანა საკუთარი მოედნიდან მოწინააღმდეგეს საჯარიმომდე. "იუნაიტედს" უნიჭიერესი ფეხბურთელები ყავს, მაგრამ ასეთი ტიპის, ხოლოდ კაგავაა, ის კი იძულებულია სხვა პოზიციაზე ითამაშოს.

ფერგიუსონმა უნდა ეცადოს რეზერვისტების გამოიყენოს. ისინი ახალგაზრდები არიან და უნდათ ყოველ შეხვედრაში თავი გამოიჩინონ, ამის გამო მოედანზე მოლომდე იხარჯებიან, მაგრამ სამწუხაროდ მათ გამოცდილება აკლიათ, რაც ხელს უშლის ამ ყველაფრის განსახორციელებლად.

თუ მეორე ნახევარში ჩელსის წინააღმდეგ მანჩესტერმა იოლად დათმო ბურთი, მხოლოდ ზემოდ ხსენებული პრობლემების გამოა. საბედნიეროდ, "წითლებს" უკეთესი მწვრთნელი ყავს, რომელსაც შეუძლია დიდი პრობლემა მცირედ აქციოს!

წყარო-hereisthecity.com
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: BERDI
11 მარტი 2013 21:27
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მომავალში მართლაც მხეცები ვიქნებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№12
ავტორი: Red Hooligan
11 მარტი 2013 22:35
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ცენტრი გვინდა ვინმე კაი. დაცვაში ჰუმელსიც კარგი იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№13
ავტორი: M . U . F . C
11 მარტი 2013 22:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
ჰაზ კარგია და ცენტრი გვინდა რომ გამოსწორდეს კაგავა მინდა თავის პოზიციაზე და მაგარიი გიჟი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
№14
ავტორი: Amanda Seyfried
11 მარტი 2013 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ნანის იმედი მაქვს
0
№15
ავტორი: TrueRed
11 მარტი 2013 23:55
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
kii dzmaa yvelafershi getanxmebii, am bolo dros valencias ra mouvida chemi saertod vegar tamashobs
0
№16
ავტორი: I L C
12 მარტი 2013 15:19
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აუ რა რაგაცა ამ ბოლო დროს მაგრად აირია სიტვაცია და რაგაცა უნდა გამოსწორდეს სხვანაირად არ შეილება ჩელსისთან 2-0 ის მერე 2-2 არ უნდა გვეთამაშა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top