თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2013, 17:56
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3014,
კომენტარები: 13
ბენიტესმა ფერგიუსონს მისდამი უპატივცემულობაში დასდო ბრალი
ინგლისის ასოციაცია ფერგიუსონსა და ბენიტესს შორის მომხდარ ინციდენტსაც განიხილავს.
ბენიტესმა ფერგიუსონს მისდამი უპატივცემულობაში დასდო ბრალი
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა სერ ალექს ფერგიუსონს მისდამი უპატივცემულობაში დასდო ბრალი.
“ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ ინგლისის თასის შეხვედრა ინციდენტებით დასრულდა, რითაც ინგლისის ასოციაცია უკვე დაინტერესდა.
მატჩის დასაწყისში, ფერგიუსონმა ბენიტესთან ხელის ჩამორთმევა იუარა და მომლოდინე რაფას ისე ჩაუარა, გვერდზე არც გაუხედავს. რაფა აღიარებს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პროტოკოლი მანაც დაარღვია, როცა სერ ალექსთან მისვლის ნაცვლად, ფრედ დასრულებულ 90 წუთს ზეიმობდა.

ბენიტესმა ფერგიუსონს მისდამი უპატივცემულობაში დასდო ბრალი

ბენიტესმა ფერგიუსონს მისდამი უპატივცემულობაში დასდო ბრალი


ლონდოლენთა თავკაცმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ფეხბურთელთა გამოსასვლელი გვირაბის დასაწყისში ფერგიუსონს ხელის ჩამოსართმევად ველოდი, მაგრამ მან უბრალოდ წინ ჩამიარა. როგორც წესი, ჩვენ ერთმანეთს ხელს ვართმევთ, მე ამის გასაკეთებლად ვიცდიდი, რადგან შესაბამისი კულტურა მაქვს და ვიცოდი, რომ ამ მომენტს ბევრი ადამიანი უყურებდა. თუ საკმარისად მამაცები ხართ, თავად ფერგიუსონს ჰკითხეთ რატომ მოიქცა ასე.“

ბენიტესმა ფერგიუსონს მისდამი უპატივცემულობაში დასდო ბრალი

მატჩში მეორე ინციდენტი 86 წუთზე დაფიქსირდა, როცა ფერდინანდმა ტორესს გაუგებარი მიზეზის გამო ხელი ჰკრა. ბენიტესი დარწმუნებულია, რომ რიომ ეს განზრახ გააკეთა, ფერგიუსონი ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარის გასაკეთებლად კვლავ არ გამოცხადდა და ინგლისელი მცველის ქმედებაზეც არ ისაუბრა. ინგლისის ასოციაციაში ახლა ჰოვარდ ვების მოხსენებას ელოდებიან, რის შემდეგადაც მატჩში მომხდარი ინციდენტების განხილვა დაიწყება.

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Amerigo
11 მარტი 2013 19:29
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
UTD-Rule,
მეც
0
№12
ავტორი: Malboro463
11 მარტი 2013 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ამ ბოლოდ დროს რაღაც უცნაურ კომენტარებს აკეთებს არ მოიქცა სწორად
0
№13
ავტორი: buka oboladze
11 მარტი 2013 22:17
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ბაბუუუ გენაცვალე მასე უნდა ბენიტესს love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top