ჯერემი ფრიმპონგი, რომელიც ამჟამად ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავს შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდეს.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური გრანდის წარმომადგენლებმა ფეხბურთელების ინტერესების დამცველ პირებთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე დაიწყეს და საკმაოდ წარმატებითაც.
როგორც ირკვევა ამპლუით მარჯვენა მცველის მიმართ ღრმა ინტერესი "ოლდ ტრაფორდელების" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა გამოხატა ხოლო თავად ფრიმპონგი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არ გახლავთ.
ჯერემიმ ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.