სკოტ მაკტომინაიმ შესაძლოა კარიერა პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გააგრძელოს. ამის შესახებ The Telegraph-ის საინფორმციო გვერდები იტყობინება.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის შეძენით "ნიუკასლი" ინტერესდება. თავისმხრივ როგორც ჩანს მაკტომინაი მზად არის შეცვალოს საკლუბო რეგისტრაცია, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.
"წითელი ეშმაკები" ნახევარმცველის კლუბიდან წასვლას ხელს არ შეუშლიან. სკოტის პოტენციური ტრანსფერი 20-25 მილიონ ფუნტ-სტერლინგად არის შეფასებული.
26 წლის ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და ექვსი ყვითელი ბარათი მიიღო.