ევროპა ლიგის ეგიდით გამართული სანახაობრივი შეხვედრა, 4 გატანილი გოლი და კითხვის ნიშნები განმეორებითი მატჩის დროს, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი გამარჯვების მოპოვებას "ოლდ ტრაფორდზე" ეცდება.
ევრო ტურნირის 1/16-ფინალის ფარგლებში გამართული შეხვედრა "კამპ ნოუზე" ანგარიშით 2:2 დასრულდა. ოთხივე გოლი პირველი ტაიმის შემდეგ გავიდა.
ტრადიციულად, ერიკ ტენ ჰაგის მატჩისშემდგომ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
"პირველი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სამწუხაროდ, ვერ გავუტანეთ. სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, თუმცა იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა რეალიზებისთვის.
"დღეს მსაჯმა სერიოზული გავლენა იქონია თამაშზე. რაშფორდზე აშკარა ზემოქმედება დაფიქსირდა შესაძლოა არა საჯარიმოში, არამედ წითელ ბარათზე განსახილველი მომენტით. მსაჯმა განაცხადა, რომ მანეს არ შეაფასა უხეშ ქმედებად და მე ეს არ მესმის.
ვფიქრობ, მსაჯებზე გავლენა იქონიეს ტრიბუნების ზეწოლამ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ევროპის უმაღლეს დონეზე ჩატარებულ მატჩებში.
დღევანდელი თამაში ჩემპიონთა ლიგის დონეზე იყო. კარს ხშირად ვემუქრებოდით და გამარჯვება გვსურდა. ახლა ყველაფერი "ოლდ ტრაფორდზე" გადაწყდება, სადაც იმედი მაქვს, ჩვენს სათქმელს ვიტყვით", - განაცხადა ტენ ჰაგმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში.