გათავისუფლების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი კლუბში დაბრუნების მოლოდინშია.
"წითელმა ეშმაკებმა" ფეხბურთელი სამსახურიდან 2022 წლის დასაწყისში გაუპატიურების მცდელობისა და თავდასხმის ბრალდების გამო გაანთავისუფლა.
ცოტა ხნის წინ გრინვუდის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოხსნილი იქნა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" ჯერ არ დაბრუნებულა - "გლეიზერები" საკუთარ შიდა გამოძიების ჩატარებას გეგმავენ.
Daily Star-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შიდა გამოძიება მალე არ დასრულდება. მეისონ გრინვუდი 2022/2023 წლების სეზონში ვეღარ ითამაშებს.
მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის ყოფილ კლუბს შესაძლოა მეისონ გრინვუდთან განშორება მოუწიოს, რადგან მენეჯმენტის შიდა სამზარეულოში ზოგიერთი წარმომადგენელი მას "ტოქსიკურად" თვლის.