ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" გეგმები არაერთფეროვანი იქნება.
მათ სურთ შეავსონ ფულადი რეზერვები ორი ძვირადღირებული მოთამაშის - თავდამსხმელის ჰარი კეინის და ნახევარმცველის დეკლან რაისის შესაძენად.
ამრიგად კლუბს რამოდენიმე ფეხბურთელი ერთდროულად დატოვებს.
Mirror-ის ცნობით, სიაში შედიან შემდეგი მოთამაშეები: ალექს ტელეში, დონი ვან დე ბეეკი, ერიკ ბაილი, ენტონი მარსიალი, ჰარი მაგუაირი და სკოტ მაკტომინაი.
Transfermarkt-ი კეინს 90 მილიონ ევროს აფასებს, ხოლო რაისს კი 80 მილიონ ევროდ.
მიმდინარე სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის 21 მატჩი ჩაატარა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ.