Daily Mail-თან გარი ნევილმა ისაუბრა რაიან გიგზთან, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ მეათასე მატჩი ჩაატარა პროფესიულ ფეხბურთში....
რაიან გიგზი - ის წარმოუდგენელი ფენომენია ახლანდელ ფეხბურთში. ჩვენ კიდევ ვხედავთ მის უმაღლეს დონეზე შესრულებულ თამაშს. სამშაბათს მან ფანტასტიკური შედეგი აჩვენა, რადგან მეათასე მატჩი ჩაატარა პროფესიულ ფეხბურთში.
მის პროფესიონალიზმში არავის არ ეპარება ეჭვი. არსებობს ისეთი ადამიანი ამ ქვეყანაზე, რომელიც მას ტიტულების მოპოვებაში გაუსწრებ? მრავალი წლის მანძილზე ჩვენ პარტნიორები და კარგი მეგობრები ვიყავით. მე მას ორი დღის შემდეგ შევხვდი, "რეალთან" მატჩის შემდეგ. ის ძალიან გაკვირვებული იყო ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით.
თავს როგორ გრძნობთ "რეალთან" მარცხის შემდეგ?
ჩვენ ძალიან დაგვწყდა გული არბიტრის გადაწყვეტილებაზე. ამ მატჩმა ძალიან შემიცვალა ხასიათი. ძალიან რთულია ასეთი მატჩის შემდეგ გონზე მოეგო.როგორ აღდგენით პროცესებს გადიხართ მატჩების შემდეგ?
დიდი მატჩების შემდეგ მე 4-5 დღე მჭირდება, რომ ბოლომდე მოვემზადო შემდეგი შერკინებისთვის. მატჩის შემდეგ ორი დღე საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ. მე ვჯდები ველოტრენაჟორზე, ვკავდები იოგით ან ყინულის აბაზანებს ვიღებ. მეორე დღეს ისევ ველოტრენაჟორზე ვჯდები, რადგან ფეხბეი მწყობრში მოვიყვანო.როდის მიხვდით, თუ როგორ უნდა აღიდგინათ ძალები სწორეად მატჩის შემდეგ?
მე ეს იმის შემდეგ ვისწავლე, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ღამე ვმართავდით, რადგან დაძინება იმ დროს შეუძლებელი იყო. როდესაც ასაკი გემატება, ეს უფრო რთული ხდება."რეალთან" საპასუხო მატჩზე თქვენ შეუდარებლად გამოიყურებოდით და მინდვირს ყველა წერტილში იყავით, როგორც ამას ერთ დროს მეც ვაკეთებდი?
ჩემს კარიერაში სამი ეტაპი გავიარე. პირველი - ეს, როდესაც პირველად მოვედი კლუბში. არავითარ ნერვიულობას არ ვგრძნობდი, უბრალოდ გამოვდიოდი მინდორზე და ფეხბურთს ვთამაშობდი. ოცი წლის შემდეგ კი შენ მოწინააღმდეგეზე ფიქრობ, რადგან ერთი მარცხიც კი შეიძლება საბედისწერო გამოდგეს. ამასთანავე თქვენ უფრო გამოცდილი ხდებით და თქვენი აზრებიც ცუდისგან თავისუფლდება. ასე, რომ იმ მატჩში(რეალთან) მე ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ როდესაც მინდორზე გამოვედი დავმშვიდდი. ეს ნერვები მოწინააღმდეგის სახელისგან კი არ იყო გამოწვეული, არამედ იმისგან თუ რა მოხდებოდა მატჩში.როდის შეიტყვეთ, რომ "რეალის" წინააღმდეგ უნდა გეთამაშათ? სერ ალექსს ამაზე ადრეც უთქვამს?
"ნორვიჩთან" მატჩის წინ სერ ალექსმა მითხრა, რომ საერთოდ ვერ მოვხვდებოდი თვრამეტ კაციან შემადგენლობაში. მაში დავიწყე ფიქრი:"გამოდის, რომ "რეალთან" მატჩს ჩავატარებ." არ ვიცოდი გამომოშვებდა თუ არა ის მინდორზე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მას რაღაც ჰქონდა ტაქტიკურად ჩაფიქრებული."რეალთან" წაგების შემდეგ გასეხდელში სრულმა სიჩუმემ დაიმკვიდრა ადგილი. რა როლი გქონდათ შესასრულებელი იმ მძიმე წუთებში? ესაუბრებოდით თანაგუნდელებს?
როგორც გამოცდილი ფეხბურთელი, შენ უფრო მეტი ნებისყოფა გაგაჩნია. ასეთი რამ ჩვენ ადრეც შეგვმთხვევია. ბევრი მოთამაშისთვის ეს მარცხი დიდ დარტყმად იქცა, მაგრამ ჩვენ მალე აღვიდგენთ ძალებს შემდეგი მატჩებისთვის. ეს ჩვენი სამუშაო და ჩვენ ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ. "რეალთან" მატჩის შემდეგ ჩვენ გავმართეთ ვარჯიში, სადაც არავისთვის არაფერი არ მითქვამს, მაგრამ შემდეგ ვარჯიშზე მე ყველასთან მივდიოდი და ვეუბნეოდი:"შენ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარე სამშაბათს."წარმომიდგენია, თუ რა დარტყმა იქნებოდა ახალგაზრდა ბიჭებისთვის ეს მარცხი. მათ აუცილებლად დასჭირდებოდათ დახმარება.
სწორედ ამიტომ ვცდილობ მათთან დალაპარაკებას. მე როგორც უკვე გამოცდილ ფეხბურთელს ამის გადატანა უფრო ადვილად შემიძლია, ვიდრე მათ. შენ უბრალოდ უყურებ ცხრილს და ემზადები მომდევნო მატჩისთვის, ხოლო მომდევნო მატჩში "ჩელსია". ახალგაზრდა ფეხბურთელები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს:"თუ კარგად ვითამაშეთ იმ მატჩში, რატომ გამოვარდა კლუბი ჩემპიონთა ლიგიდნ?" მაგრამ იმ თამაშში ყველა ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა თამაში. ყველა უმაღლეს დონეზე თამაშობდა იქამდე სანამ ნანის გააძევებდნენ.რა გრძნობა დაგეუფლათ ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ? ორივე გუნდი ხომ უმაღლეს დონეზე თამაშობდა.
ეს უცნაური გრძნობა იყო. ჩვენ მართლაც კარგად ვითამაშეთ "რეალთან". ეს ის მატჩი იყო, სადაც შეცდომას არავინ უშვებს. ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით. სერ ალექსი ყოველთვის გვეუნეოდა:"ბრთხილად იყავით ევროპული მატჩების დროს, რადგან ყველაფერი შეიძლება წამის მეასედებში შეიცვალოს." სწორედ ასე მოხდა. მაგრამ ამ მატჩში ვერც ფეხბურთელებს და ვერც არჩეულ ტაქტიკას დავადანაშაულებთ. ყველაფერი ეს ძალიან უცნაური იყო. მატჩის შემდეგ ყველა გაჩუმებული იყო. ეს შოკი იყო ჩვენთვის.ასეთი რამ ბოლოს, როდის განიცადეთ?
ბოლო სეზონში, როდესაც ჩვენ "სანდერლენდთან" ჩავატარეთ მატჩი.ნაინის გაძევების შემდეგ, თქვენ გულშემატკივარს მოუწოდეთ უფრო მეტად ეხმაურათ. ეს თქვენს ხასიათში ჯდება?
მე ეს არასდროს არ გამიკეთებია. ვიფიქრე, რომ ეს უფრო მალე მოგვიყვანდა გონზე. გულშემატკივარი შეუდარებელი იყო, სწორედ ამიტომ მსურდა, რომ დამატებითი ძალები გადმოეცათ ჩვენთვის. მე ბურთი მოვიშორე და დიდი ადრენალინს ვიგრძენი. ეს განსაკუთრებული ღამე იყო "ოლდ ტრაფორდზე"რა იგრძენი, როდესაც მატჩის არბიტრმა ჯიბიდან წითელი ბარათი ამოიღო?
თავიდან ვეცადე, რომ მისთვის ამეხსნა, რომ ნანი მხოლოდ ბურთს ხედავდა. შემდეგ ისევ ჩემს პოზიციაზე დავბრუნდი, რადგან რეალს სწრაფად სურდა ბურთის გათამაშება. სიმართლეს გეტყვით, როდესაც არბიტრის ხელში წითელი ბარათი დავინახე, ნამდვილი შოკი მივიღე. ასეთი რამ არასდროს არ მიგვრძნია საფეხბურთო სტადიონზე. ასთი გრძნობა არასდროს არ მქონია და "ოლდ ტრაფორდიც" არ მინახავს ასეთი ხმაურიანი.მე "ოლდ ტრაფორდზე" ხუთი წლიდან დავდივარ და არასდროს არ მინახავს ასეთი ხმაური და აჟიოტაჟი.
ეს მართლაც შეუდარებელი იყო. ჩვენ ვცდილობდით, რომ კონცენტრაცია მოგვეხდინა, მაგრამ ლუკა მოდრიჩის გოლს ვერაფერი ვუშველეთ.გასახდელში წასვლის შემდეგ, რამდენი დრო დაგჭირდა, რომ ხმა ამოგეღო?
სიწყნარე იყო გასახდელში. რამოდენიმეჯერ ვცადე მეთქვა:"მოდით დავრწმუნდეთ, რომ პრემიერ ლიგას და ფა თასს მოვიგებთ." მე უბრალოდ ვერაფრის თქმა ვერ შევძელი დაახლოებით ათი წუთი.მე მივხდვი, რომ 2011 წელს "ვესთ ბრომიჩთან" მატჩში მივხვდი, რომ კარიერა უნდა დამესრულებინა. შენ როდიეს გადაწყვეტ ამის გაკეთებას?
როდესაც თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ მივიღებ. სიმართლე გითხრათ ასეთმა აზრმა, რამოდენიმეჯერ შემაწუხა, მაგრამ მაინც დარჩენა გადავწყვიტე.ამით რა გინდათ თქვათ?
ამ წელს, საშინაო მატჩებში "კლუჟის" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ დავმარცხდით და მე ცოტაღა მაკლდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კარიერა დამესრულებინა.როდესაც ჩვენ ერთად ვიზრდებოდით შეუდარებელი მეგობრები ვიყავით. ახლა კლუბში მხოლოდ შენ და სქოულზი დარჩით.
პატარაობაში ძალიან გვიყვარდა ყველას ერთმანეთი, მაგრამ როდესაც გავიზარდეთ უფრო დავუახლოვდით ერმანეთს....სტატია მოამზადა ლადო ღონღაძემ redarmy.ge-თვის.