"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს ამ ზაფხულს არ დატოვებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიურმა კლუბმა "ნაპოლიმ" 37 წლის თავდამსხმელის შეძენაზე უარი თქვა, მიუხედავად ფეხბურთელის მიმართ არსებითი ინტერესისა.
რონალდუ ინგლისირ გრანდში გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა.
მას შემდეგ გამოცდილმა თავდამსხმელმა "მანკუნიანელებთან" ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემაც მიუმატა პირად აქტივს.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ორი თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.