თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2022, 14:12
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 1890,
კომენტარები: 11
ენტონის სატრანსფერო საგა დასასრულთან ძალიან ახლოსაა
ჰოლანდიიდან იუწყებიან რომ შეთანხმება მიღწეულია
ენტონის სატრანსფერო საგა დასასრულთან ძალიან ახლოსაა
"აიაქსის" მწვრთნელმა ალექს შროიდერმა დღეს "უტრეხტთან" გასამართი მატჩის წინ ენტონის თაობაზე განაცხადა რომ მის ირგვლივ სიტუაცია არ შეცვლილა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ტვიტერზე ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა Gerjan Hamstelaar-მა დაწერა, რომ - "ენტონი წასულია". იგი მიუთითებს რომ შეთანხმება დასრულებულია და ფეხბურთელი ამსტერდამს დატოვებს. ამასთან ერთად, ცნობილია რომ ენტონიმ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადა და არა მარტო თამაშზე, ვარჯიშზეც კი უარს ამბობდა რათა "აიაქსი" ეიძულებინა რომ იგი გაეყიდათ.

მომდევნო რამდენიმე საათში ცნობილი გახდება თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს და სხვა წყაროები რომლებიც ასევე იუწყებიან რომ შეთანხმება მიღწეულია და ენტონი მალე ინგლისში იასპარეზებს. ბრაზილიელმა ვინგერმა წინა სეზონში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და შეასრულა 10 საგოლე გადაცემა.

განახლება: ტვიტერზე განცხადება გააკეთა ცნობილმა საფეხბურთო ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც - "მანჩესტერ იუნაიტედი" ისე ახლოსაა ენტონის გაფორმებასთან როგორც არასდროს. "აიაქსი" დათანხმდა სატრანსფერო თანხის განხილვას "იუნაიტედის" მესვეურებთან. საუბარია 100 მილიონ ევროზე ბონუსების ჩათვლით. მოლაპარაკებები დღეს კიდევ გაგრძელდება. სრული შეთანხმება ჯერ არ გვაქვს მაგრამ ტრანსფერი გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. ენტონი, თავის მხრივ, წასასვლელად იბრძვის".

წყარო: SportsIllustrated
ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Gatika Gatikashvili
29 აგვისტო 2022 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 217
საღოლ აიაქს და დორტმუნდ შიკშივარ ამგუნდები სიდაპოლიტიკით არშეიელბა ჩვენც რამე ახლოა მყოფი გვქონდე ა.არტო ჩვენკიარ მოგვყავსეს 80 ებად... ერთადერთი კრისტიანოგვყავს გაყიდული დ აბექსი მგონი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top