ორი ფეხბურთელის შედარება.
კაზემირო ლა ლიგაში ტოპ ათეულში იყო: ბურთის ფლობის დაბრუნების, დუელების მოგებისა და ვარდნების მიხედვით.
სითბურ რუქაზე კარგად ჩანს რომ დე იონგი ცენტრში უფრო მარცხენა მხარეს არის აქტიური, ხოლო კაზემირო უფრო ღრმად საჯარიმო მოედანთან:
შემდეგი დიაგრამა გვიჩვენებს ფეხბურთელთა მონაცემებს გასული სეზონის მიხედვით. დიაგრამა ნათლად აჩვენებს, რომ დე იონგი შეტევით კომპონენტში აღემატება კაზემიროს, მაგრამ ნიშანდობლივია ასევე, რომ კაზემირო, რომელიც უფრო ღრმად თამაშობს ბევრად მეტი წინ პასი აქვს გაკეთებული.აღნიშნული მეტწილად ბარსელონას სათამაშო სტილით არის განპირობებული.
შემდეგი დიაგრამა ასახავს, თუ როგორ ახორციელებენ ფეხბურთელები პასებით დაკავშირებას და რომელი მიმართულებებით.
პასები, ზონების მიხედვითაც განსხვავებულია და აჩვენებს რომ ბრაზილიელი ბევრად ეფექტურია მოედნის ყველა მონაკვეთში. დიაგრამაზე პასების შედარება მოედნის სხვადასხვა მონაკვეთში
შეგვიძლია შევადაროთ ფეხბურთელთა პასების მიმართულებებიც
შემდეგ დიაგრამაზე ნაჩვენებია პასების სიგრძეები და მათი ეფექტურობა
დამცავი ფარი რომელსაც კაზემირო და დე იონგი დაცვის ხაზისათვის ქმნიან შემდეგნაირად გამოიყურება
სტატისტიკა აჩვენებს, რომ კაზემირო საშუალოდ ბურთით 92 მ-ს მოძრაობს 90 წუთის განმავლობაში, ხოლო დე იონგი 182 მ-ს, რომელთა უმეტესობა მიწინააღმდეგის კარისკენაა მიმართული.
აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ დაკვირვების და წინასწარი წარმოდგენების შექმნაში უფრო გვეხმარება, ვიდრე იმის პროგნოზირებისა, თუ რეალობაში როგორი იქნება კაზემიროს ეფექტი.
იდეალური კომბინაცია ორივე ფეხბურთელის ერთ შემადგენლობაში ხილვა იქნება, რისი იმედიც, როგორც მედიაში წერენ მანჩესტერს არ დაუკარგავს. დრო კი სატრასფერო ფანჯრის დახურვამდე უფრო და უფრო ცოტა რჩება
წყარო: https://www.skysports.com/