როგორც ცნობილია ჰარით "ჩელსი" ინტერესდება, თუმცა წყაროების მიხედვით მანჩესტერელები აშკარად გამოხატავენ რომ მაგუაიერის გაშვებას არ აპირებენ. მაგუაიერმა წინა სეზონი საშინლად ჩაატარა და არც მიმდინარე სეზონის პირველ ორ შეხვედრაში გამოუჩენია თავი, თუმცა ამას ლონდონელთა ინტერესისთვის ხელი ნამდვილად არ შეუშლია. საუბარი იყო ასევე მისი და კრისტიან პულისიჩის გაცვლაზეც.
თუმცა, რთული წარმოსადგენია ეს მოხდეს რადგან კრისტიანმა გადაწყვიტა დარჩეს და ბოლომდე იბრძოლოს "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში თავის დასამკვიდრებლად. Sky Sports-ის ცნობით კი "იუნაიტედი" ისედაც არ იყო თანახმა საკუთარ კაპიტანს თუნდაც კრისტიანის სანაცვლოდ შელეოდა. კლუბს არ მიუღია რაიმე ოფიციალური შემოთავაზება მაგუაიერზე, ასევე ისინი მკაფიოდ აფიქსირებენ რომ ჰარი არ იყიდება. შეგახსენებთ, წინა ტურში მარცხის შემდეგ ტენ ჰაგმა კაპიტანი ფანებისგან დაიცვა და ნდობა გამოუცხადა.