არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი "მანჩესტერ იუნაიტედი" სატრანსფერო სამიზნეების მოძიებას განაგრძობს. ტენ ჰააგის შემადგენლობას გაძლიერება ნამდვილად სჭირდება.
ამოსავსებია ნახევარდაცვის ხვრელები რომელიც დიდი ხანია გაჩენილია, ფრედი და სკოტ მაკტომინაი შესაბამის დონეს ვერ აჩვენებენ, უნდა აღინიშნოს დაცვის ხაზში ჰარი მაგუაიერის საშინელი ასპარეზობა.
ამჯერად ერიკ ტენ ჰააგი და ინგლისური გრანდი შეთავაზებას მადრიდის "რეალის" ჩამშლელ ნახევარმცველს კაზემიროს უმზადებს. ბრაზილიელი ნამდვილად, რომ შესამჩნევად გააძლიერებდა ნიდერლანდელის თერთმეტეულს.
როგორც სპორტული პრესა იუწყება "წითლები" კაზემიროს 5 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, ხოლო ხელფასის სახით იმაზე მეტს ვიდრე ის ამჟამად მადრიდში გამოიმუშავებს. გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელზეა.