თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2022, 19:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1703,
კომენტარები: 11
ტრანსფერი შედგა და მალე გაოფიციალურდება
გუნდს ნახევარმცველი დაემატება.
ტრანსფერი შედგა და მალე გაოფიციალურდება
ადრიენ რაბიოს ტრანსფერი ტენ ჰააგის გუნდის შემადგენლობაში უფრო რეალური ხდება. ფრანგი "ნისლიან ალბიონს" უახლოვდება.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 27 წლის ფრანგისთვის დაახლოებით 20 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთა, ბონუსების ჩათვლით.

ჟურნალისტ სემ უოლასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბებმა ტრანსფერის პირობებზე შეთანხმების მიღწევა მოახერხეს.

"იუვენტუსი" დათანხმდა რაბიოს ინგლისში გაშვებას და ახლა უკვე ეს თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია რას იზამს.

უახლოეს მომავალში "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა შეეცდება დაარწმუნოს ნახევარმცველი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობაზე.

ადრიენ რაბიოს "იუვენტუსთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. გასულ სეზონში ნახევარმცველმა 45 მატჩში ითამაშა და პირად აქტივს ორი საგოლე გადაცემა შემატა.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2022 10:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აღარ შედგება :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top