თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2022, 06:16
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2043,
კომენტარები: 15
სიძულვილის შემცველი ტექსტები რიჩარდ არნოლდს
ავსტრიელი "იუნაიტედში" ვერ გადავა.
სიძულვილის შემცველი ტექსტები რიჩარდ არნოლდს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ახალი სეზონი ფაქტიურად ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე დაიწყო.

კრიშტიანუ რონალდუს ჯერ კიდევ ოპტიმალური სათამაშო ფორმა არ მოუპოვებია, ენტონი მარსიალი კი ჩემპიონატის დაწყებამდე დაშავდა.

კლუბი თავდასხმის წინა ხაზზე სხვა ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. "წითელი ეშმაკები" მარკო არნაუტოვიჩს ადევნებდნენ თვალს, უფრო მეტად მისი დაბალი სატრანსფერო ფასის გამო, მაგრამ კლუბს მოუწია აღნიშნულ შესაძლო ტრანსფერზე ფიქრების დატოვება.

ბრიტანული მედია წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" არნაუტოვიჩის შეძენაზე უარი თქვა გულშემატკივრების ზეწოლის გამო. მათ კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ არნოლდის ელექტრონული ფოსტის მისამართი ფაქტიურად დაბომბეს სიძულვილის შემცველი შეტყობინებებით.

გულშემატკივრებს აქვთ პრეტენზია არნაუტოვიჩის წინააღმდეგ წარსულში მისი რასისტული განცხადებების გამო.

ინგლისური გრანდი ამ ეტაპზე სხვა ვარიანტებზე გადადის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელები ალვარო მორატას კანდიდატურასაც განიხილავენ.
ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
11 აგვისტო 2022 03:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ოიბამე იანგზე რატო არ ჩალიჩობენ მიკვირს რაა,სადაც არნაიტოვიჩში იხდიან ფულს ოუბამეში რო გადაიხადო უკეთესი არაა დავიჯერო? თან პრემიერლიგაშიც არ დაჭირდება ადაპტაცია მათამაშები აქვს და ჩელსი რატო უნდა ყიდულობდეს ყველას ვისი ყიდვაც შეგვიძლია?და თან გვჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: Old Red Devil
11 აგვისტო 2022 05:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ციტატა: chiora1111
ციტატა: Old Red Devil
ბოლონიამ თავად თქვა უარი ტრანსფერზე.ეგეც რომ არა ეს იბრაგიმოვიჩის საპირისპირო ვერსია ვის ჭირდება.ჩემი აზრით თავდამსხმელის პრობლემა უფრო არაა.პრობლემა ისევ და ისევ მოედნის ცენტრია. ფრედი-სკოტი-ჰარი. აი ეს სამი ზალუპა როცა მოშორდება ძირითადს,ანუ ჩანაცვლდებიან ნორმალური ფეხბურთელებით მაინც,აი მერე შეიძლება ფიქრი შეტევაზე.გოლის გატანა ერიკსენს,ბრუნოს,სანჩოს,მარსიალსაც არ ეშლება და დაჟე რეშფორდსაც თუკი 2-3 თვე ფსიქოლოგთან ივლის.

Chemiazrit dzmobilo problema erti tavdasxmelit tamashia.....3-5-2 ....

მაგაში გეთანხმები. რატო არცერთი მწვრთნელი არ ცდილობს მაგ ფორმაციას ვერ ამიხსნია.დავიჯერო ამის საშუალებას ამჟამინდელი ფეხბურთელები არ იძლევიან?ფაქტია რო ცენტრში 2 მცველი ვერ ქაჩავს.ისიც ფაქტია რომ ნახევარდაცვის ცენტრსაც ჭირდება დახმარება. თუკი მარტინესი,ბაილი,ვარანი იქნებიან ცენტრში ხოლო ფლანგებიდან აწევენ მალასია,ბისაკა-(ვინმეს) ჩემი აზრით ამ ორ სუსტ ზონებს მეტნაკლებად გაუმარტივდებათ საქმე,ელემენტარული იმიტომ რომ ამ ზონაში მოწინააღმდეგეზე მეტნი იქნებიან. პ.ს: არა აი აკვირდებით ვუდიკას და ვიღაც ამერიკანეცების ხუშტურების გამო პოგბას და მერე ჰარის ტრანსფერებმა როგორ დაასამარა გუნდის ცენტრალური ზონები.წლებია ამ სივრცეებს ვერ და არ აძლიერებენ.ვნახოთ მარტინესი რა ცვლილებას შემოიტანს,თუმცა ფაქტი ისევ უცვლელია #ჰარიბენჩზე
0
№13
ავტორი: Malboro463
11 აგვისტო 2022 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
ბარსას რო კითხო ფული არ აქვს
ბერნარდო სილვასაც ყიდულობენ.
ხავიმ იმ წელსვე მოხოდა გუნდი და ამათ კიდე საშველი არ დადგა
0
№14
ავტორი: shotkin
11 აგვისტო 2022 12:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
ციტატა: shotkin
თვალებს თუ ვუჯერებდე რასაც ვკითხულობ :დდდ გუნდს შველა ჭირდება და ამათ მორატებზე და არნაუტოვიჩებზე ეფიქრებათ ტფუიი მართლა თქვენს პარტონს

არაფერი არ ეშველებათ ამათ.გუნდი არის ჭაობში და სანამ გლეიზერები ამ გუნდის მფლობელები იქნებიან მაქამდე ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.ისე დღეს მაიკლ ნაიტონმა განაცხადა,გლეიზერებს შეთავაზებას ვუმზადებო,მაგრამ თვითონ ისინი რამდენად გაყიდიან გუნდს ეგაა საკითხავი.ამ დრომდე მშვენიერ თანხას აკეთებენ და სულელები ხომ არ არიან რომ ამხელა შემოსავლების გუნდი გაეყიდათ.ახლა კი ეგ შემოსავლებიც აღარაა ისეთი როგორც თუნდაც სამი-ოთხი წლის წინ იყო,ამას დამატებული გუნდს სერიოზული ვალიც აქვს.


100% მეც ეგრე ვფიქრობ, რავიცი ერთადერთი გამოსავალი არის სტადიონზე არ მივიდეს ადგილობრივი გულშემატკივარი მაინც და მეორე გამოსავალი აქციებია მარა მაგის დიდიად არ მჯერა ისევ პირველი ვარიანტი იქნებოდა ძაან მაგარი
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
17 აგვისტო 2022 10:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არაა გასაკვირი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top