თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2022, 21:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1633,
კომენტარები: 11
ტურინიდან მანჩესტერში
კლუბი ახალ ტრანსფერს მალე დაადასტურებს.
ტურინიდან მანჩესტერში
ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო კარიერას "ნისლიან ალბიონზე" გააგრძელებს.

The Guardian-ის მიერ გავრცელებული ცნობით, "წითელი ეშმაკები" "ბებერ სინიორას" 15 მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაუხდიან (დაახლოებით 17,8 მილიონი ევრო).

ამ დროისთვის რაბიო "მანკუნიანელებთან" პირადი კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს პროცესი მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ ერთ დროს ფრანგი "მანჩესტერ სიტის აკადემიაში სწავლობდა.შემდგომ ამისა მოთამაშემ კარიერა "პსჟ"-ში, "ტულუზასა" და ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელა.

27 წლის ფეხბურთელმა იტალიურ გრანდში 129 მატჩი ჩაატარა. ნახევარმცველს ექვსი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს პირად აქტივში დაფიქსირებული ტურინელთა რიგებში.
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Mishiko82
9 აგვისტო 2022 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
სავიჩის მოსვლას მივესალმები კარგი ტრანსფერი იქნება, მაგრამ არამგონია არნაუტოვიჩი და რაბიო რამეში გამოგვადგნენ, ნევეში გადაიფიქრეს? ჩამშლელი და ფორვარდი გვჭირდება არა სათადარიგოსთვის არამედ ძირითადისთვის.

ფაბიან რუისზე იწერებოდა მანიუმ იმფორმაცია გამოიფხოვა ნაპოლისგანო და რა ხდება ხომ არ იცით პსჟ-ც ეჩალიჩება და 25 მილიონს ჩამოდისო, კარგი ჭკვიანი ფეხბურთელია გამოგვადგება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top