"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი მესაჭე ერიკ ტენ ჰააგი "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველის ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერით ინტერესდება. ამის შესახებ France Football-ის საინფორმაციო გვერდები იტყობინება.
წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები არ იზიარებენ მთავარი მწვრთნელის პოზიციას. ხელმძღვანელობამ კატეგორიული უარი თქვა 29 წლის მაროკოელი ფეხბურთელის შეძენაზე, კონკრეტული მიზეზები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
ჰაკიმი "არისტოკრატთა" რიგებში 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. გარემარბის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა დაკავშირებული.
გასულ სეზონში ზიეჩმა პრემიერ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეა.