თბილისი:
მანჩესტერი:
3-08-2022, 19:09
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2140,
კომენტარები: 11
გუნდი ახალ ფორვარდს საჭიროებს
სამიზნე შერჩეულია.
გუნდი ახალ ფორვარდს საჭიროებს
ტაირელ მალასია, კრისტიან ერიკსენი და ლისანტრო მარტინესი - ეს ის გვარ სახელებია რომლებმაც " მანჩესტერ იუნაიტედში" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაიდეს ბინა.

ერიკ ტენ ჰააგი და მისი შტაბი კლუბის მენეჯმენტთან ერთად გაჩერებას არ გეგმავს, კლუბს ახალი დამრტყმელი ძალა, ახალი ფორვარდი ესაჭიროება, ასე თვლიან ინგლისურ გრანდში, ასე თვლიან კლუბის გულშემატკივრები.

უახლესი ინფორმაციის თანახმად რომელიც დღეს გავრცელდა, "მანკუნიანელებმა" სამიზნე უკვე შეარჩიეს, აქცენტი ახალგაზრდა დამრტყმელ ძალაზე გაკეთდება.

საქმე ეხება "ზალცბურგის" 19 წლის უნიჭიერეს დამრტყმელ ძალას ბენჟამინ შეშკოს, რომელიც სავარაუდოდ კარიერას "ნისლიან ალბიონზე" გააგრძელებს.

ავსტრიული კლუბის ფორვარდი ლონდონის "ჩელსისაც" სურს, თუმცა მისი გადაბირების მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლავთ რომელიც აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
4 აგვისტო 2022 14:33
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin
ციტატა: Lalana
ციტატა: shotkin
კარგია მარა ჩამშლელის გარეშე უნდი ნულია

ლისანდრო მარტინესმა ექვსი ნომერი აიღო და არაა გამორიცხული ჩამშლელადაც მოსინჯოს.თან აქვს მაგის პოტენციალი რომ მაგ პოზიციაზე ითამაშოს.ცოტა დრო ჯერ კიდევ არის დარჩენილი და იქნებ ვინმე ნორმალურს გამოკრან ხელი.


ნუ ლისანდრო თუ ჩამშლელი იქნება მაში სრული ქაოსი იქნება ისევ დაცვის ცენტრში და ეგ სიტუაციას არ ამსუბუქებს , ზოგადად მე არ ვთვლი რო ექსპერიმენტების ჩატარების დროა, ამიტო სადაც აქამდე თამაშობდა ლისანდრო და სადაც ყველაზე კარგია და ძლიერი იქ უნდა ათამაშოს რა , ასეა თუ ისე თუ არავინ დაიმატეს ან ძაან სუსტი ნახევარდაცვით ვიქნებით ან სუსტი დაცვით (მეტი რარა სუსტი დაცვა უნდა იყოს მარამაინც )

19-20 წლების სეზონში ხშირად თამაშობდა ჩამშლელად.ყველა შემთხვევაში მოუწევს ჰააგს სეზონის განმავლობაში ექსპერიმენტების ჩატარება,რადგან ამ ფორმაციის მანჩესტერში სხვა გზა არც რჩება,მითუმეტეს იმ სიტვაციაში თუ ამ სამი ტრანსფერით დასრულდება ჩვენი სატრანსფერო ფანჯარა.თუ არ მოიყვანენ ჩამშლეს,ვფიქრობ რიგ ეპიზოდებში ლისანდროს აწევა მოუწევს ცენტრში,ან ისევ ფრედის ან მაკტომინაის ყურება მოგვიწევს.ფაქტი ერთია,ჩამშლელი აუცილებლად ჭირდება გუნდს,მაგრამ ბაზარზე ესენი ვისაც აკვირდებიან საკმაოდ ძვირიანი ფეხბურთელებია და ვნახოთ მათი გადმობირება რამდენად მოხდება.რაც შეეხება დაცვის ცენტრს,ალბათ მანდ ისევ უცვლელ სახეებს ვიხილავთ,მაგრამ ვფიქრობ დამსახურების გარეშე არამგონია ვინმე მოხვდეს თერთმეტეულში.რონალდოზეც ისეთი განცხადება გააკეთა ჰააგმა,არამგონია ვინმე სახელის გამო მოხვდეს ძირითადში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top