"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰააგმა კრიშტიანუ რონალდუს, ინგლისის პრემიერ ლიგის სასტარტო შეხვედრისთვის მზადყოფნის შესახებ კითხვას უპასუხა.
"წითელი ეშმაკები" ჩემპიონატის გახსნით თამაშს 7 აგვისტოს შინ "ბრაიტონთან" გამართავენ.
ჟურნალისტი: "შეძლებს თუ არა რონალდუ პრემიერ ლიგის სასტარტო მატჩებში მონაწილეობის მიღებას?"
"ამჟამად ვერ გიპასუხებთ. მომზადების მხრივ დანარჩენ ფეხბურთელებს ჩამორჩება, რადგან რამდენიმე კვირა გამოტოვა. ახლა კრიშტიანუს სჭირდება მატჩები და ბევრი ვარჯიში", - განუცხადა ტენ ჰააგმა Sky Sports-ს.
პრესაში ბევრს საუბრობენ კრიშტიანუ რონალდუს საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის შეცვლის სურვილზე. პორტუგალიელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედმა იქ კვალიფიკაცია ვერ მოიპოვა.