ჟურნალისტ მარკ გოლდბრიჯის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ამსტერდამის "აიაქსის" ბრაზილიელი ფეხბურთელი ანტონი კვლავ არ კარგავს იმედს "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერის.
თავად ენტონის სურს დატოვოს "აიაქსი" და შეუერთდეს მისი ყოფილი მენეჯერის კლუბს. ბრაზილიელი "წითელი ეშმაკების" მთავარი სამიზნეა, მაგრამ მოთხოვნილი 60 მილიონი ევრო "მანკუნიანელებს" ჯერჯერობით აშინებს.
ამ ეტაპზე ნიდერლანდური კლუბიდან ინგლისურ გრანდში ერთი ტრანსფერი ლისანდრო მარტინესის სახით განხორციელდა.
სავარაუდოა, რომ შემდეგი შეთანხმება ორ კლუბს შორის სწორედ ანტონიზე იქნება რომელიც ტენ ჰააგის პირად სამიზნეს წარმოადგენს.