სამუელ ლუკჰერსტის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობით, ლისანდრო მარტინესის ტრანსფერი მცირე შეფერხებას გადის.
ჰოლანდიაში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, არგენტინელს ვიზის აღება დასჭირდება, რათა დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლა და ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გუშინ "აიაქსთან" მარტინესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდა.
ნახევარმცველი კლუბს 55-60 მილიონი ევრო დაუჯდება და ამ სატრანსფერო ფანჯარაში გუნდში მესამე ახალწვეული უნდა იყოს ტაირელ მალასიასა და კრისტიან ერიქსენის შემდეგ.
მარტინესით ასევე დაინტერესებული იყო ლონდონის "არსენალიც", მაგრამ ფეხბურთელმა საბოლოოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" აირჩია.