7-07-2022, 10:54
ნანახია: 2054,
კომენტარები: 11
უახლესი ინტერესი
სამიზნე გერმანიაში.
ლევერკუზენის "ბაიერის" ჩეხი თავდამსხმელი პატრიკ შიკი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით იხილოს გულშემატკივარმა. შიკს, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა კრიშტიანუ რონალდუს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
წინახაზელი ამჟამად ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ითვლება და შესაბამისად 70 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
პატრიკი გერმანულ კლუბში 2020 წელს გადავიდა და სწრაფადვე ჩამოყალიბდა კლუბის ერთ ერთ საკვანძო მოთამაშედ.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ევრო 2020-ზე მისი შესამჩნევი ასპარეზობა სადაც ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
თუმცა, ტრანსფერი შესაძლოა გართულდეს იმით, რომ შიკმა ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი გერმანელებთან.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.