თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2022, 17:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1764,
კომენტარები: 13
დე იონგი ესპანურ გრანდზე განაწყენდა
შესაძლო პირველი ტრანსფერი.
დე იონგი ესპანურ გრანდზე განაწყენდა
ერიკ ტენ ჰააგის ნომერმა პირველმა სატრანსფერო სამიზნემ ფრენკი დე იონგმა გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე გავრცელებული ცნობებით ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან განშორება არ სურდა.

თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ნიდერლანდელი უკმაყოფილოა იმით, რომ ხავის გუნდს მისი გაყიდვა ასე ღიად და დაუფიქრებლად სურს რადგან გუნდის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსოს.

სწორედ ამიტომ ნახევარმცველი მზადაა მისი ყოფილი მენტორის კლუბს შეუერთდეს. თავის მხრივ ტენ ჰააგმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შესაძლო ტრანსფერის განხორციელებაში.

გასაჯაროვდა ასევე მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს გაჟღერებული პირობები, ესპანელებს სურთ რომ დე იონგის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო მიიღონ, და ასევე ტრანსფერი უნდა დაიხუროს მიმდინარე თვის ბოლომდე.

ინგლისური მხარე აღნიშნული თანხის წინააღმდეგი არ გახლავთ თუმცა მათ სურთ რომ 20 მილიონი ბონუსების სახით იქნეს გადახდილი.

დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ტრანსფერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ დე იონგის სახით განხორციელდება.
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივნისი 2022 19:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თვითონ რო უნდოდეს გადმოსვლა კიდე უფრო გამიხარდებოდა ამის ტრანსფერი
0
№12
ავტორი: shotkin
11 ივნისი 2022 20:37
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: SANDROGRIGA
თვითონ რო უნდოდეს გადმოსვლა კიდე უფრო გამიხარდებოდა ამის ტრანსფერი


კიბატონო
0
№13
ავტორი: ManchesterU
12 ივნისი 2022 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
კაროჩე რა ნუნიესიც აგვეხა, დეიონგი მოგვყავს მარა რა თანხად თან ტიპს სხვა გზა არა აქ თორე საერთოდ არ უნდა მანჩესტერში თამაში, კაროჩე რაღაც ცენზურასკენაა ჩვენი სატრანსფერო ფანჯარა .
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top