როგორც უკვე ყყველასთვის გახდა ცნობილი, პოლ პოგბა, ჯუან მატა და ჯესი ლინგარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობის რიგებს ოფიციალურად დატოვებენ.
ქვეყნდება სახელები რომლებიც ასევე შეუერთდებიან მათ რიგს. საქმე ეხება ერიკ ბაილის და აქსელ ტუანზებეს რომლებიც ერიკ ტენ ჰააგის გეგმებში არ შედიან,- ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ტუანზებემ გასული სეზონის მეორე ნახევარი "ნაპოლიში" იჯარის წესით გაატარა.
რაც შეეხება ბაილის, "კოტ-ივუარელს"შეეძლო ზამთარის პერიოდიდან სეზონის "მილანში" დასრულება, მაგრამ "როსონერი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" გარიგებაზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც მცველი სეზონის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
წყაროს ცნობით, გუნდის დატოვება შეუძლია მცველს აარონ ვან-ბისაკსაც, რომელიც ასევე არ შედის ერიკ ტენ ჰააგის გეგმებში. სავარაუდოდ, დიოგო დალო "წითელი ეშმაკების" ბანაკში დარჩება.