თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2022, 19:26
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2367,
კომენტარები: 15
კრიშტიანუ რონალდუ - ტენ ჰააგის ახალი პროექტის მნიშვნელოვანი რგოლი
ტენ ჰააგი წინააღმდეგი არ არის.
კრიშტიანუ რონალდუ - ტენ ჰააგის ახალი პროექტის მნიშვნელოვანი რგოლი
ერიკ ტენ ჰააგი, რომელიც აქტიურად ასოცირდება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის როლთან, კრიშტიანუ რონალდუს გუნდში შენარჩუნებას გეგმავს და სულაც არ იქნება წინააღმდეგი, რომ პორტუგალიელი გუნდში დარჩეს.

მანამდე გავრცელდა ჭორები, რომ პორტუგალიელს შესაძლოა კლუბი ზაფხულში დაეტოვებინა თუმცა როგორც ჩანს ჭორები ჭორებად რჩება და მოცემულობა იცვლება.

The Sun-ის ცნობით, მენეჯერი თვლის, რომ რონალდუს გამოცდილება გუნდს მომავალ სეზონში გამოადგება. ჰოლანდიელი სპეციალისტი პორტუგალიელს მოედანზე მნიშვნელოვანი როლის მინიჭების წინააღმდეგი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის მთავარ კონკურენტად "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის პოზიციაზე ბრძოლაში ადრე "პსჟ"-ს მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ითვლებოდა. გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ტენ ჰააგმა "წითელ ეშმაკებთან" წინასწარი შეთანხმება უკვე გააფორმა.


უნდა იყოს თუ არა რონალდუ ჰააგის პროექტის ნაწილი?

დიახ
არა

სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
18 აპრილი 2022 03:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ უნდა წავიდეს ეს კაცი ამ გუნდიდან თუნდაც წასასვლელი იყოს,ამდენი ემოცია რაც ამ კაცმა მოგვცა ვინმე გვახსენდება ბოლო დეკადაში?
0
№12
ავტორი: ManchesterU
18 აპრილი 2022 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
არსადაც არ წავა რონი მომენტებში გაბრაზებულზე შეიძლება ვთქვა რო დაბერდა თქო მაგრამ მეორე დღეს მაჩუმებს ეგრევე უდიადესი ფებუხრთელია, უბრალოდ ფაქტია რო ერთი თავდამსხმელი მოსაყვანი გვყავს ცხრა ნომერზეა საუბარი ვინმე, იმედია მალე დაინიშნება ტენჰააგი, ხვალ რო მოტივირებულები გამოვიდნენ და მოვუგოთ ლივერპულს ძალიან გაგვახარებენ ფრე მაინც რო ვეთამაშოთ იქნება კიდე შანსები ოთხეულში შესასვლელად.

იმედია ჩელსი მოუგებს არსენალს და ტოტენჰემს ნახეთ ბრენტფორდანაც მაგრად გაუჭირდება ასე ვფიქრობ, იმედია არ მოაგებინებს მარტივად ბრენტფორდი.
0
№13
ავტორი: Phil Jones
18 აპრილი 2022 14:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რონალდო რომ არაა პროექტის ნაწილი და რეშფორდი იქნება მე იმ გუნდის)))) ნებისმიერ ასაკში თუნდაც 45 წლის ასაკში
0
№14
ავტორი: temo-scholes
18 აპრილი 2022 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1664
ციტატა: Benny
რონალდუ რო გუნდში აღარ ხდება საჭირო თუნდაც ბებერი იქ ფეხბურთი კვდომას დაიწყებს

დრო მისთვის არ არსებობს დრო რომელიც შემოსაზღვრულია

+++
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2022 18:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ლიგაზე გავიდნენ ნეტა და
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top