თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2022, 22:58
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2240,
კომენტარები: 14
დე ხეა შმეიხელს გაუთანაბრდა
ესპანელმა მეკარემ პრემიერ ლიგის ეგიდით 128-ე მშრალი შეხვედრა ჩაატარა.
დე ხეა შმეიხელს გაუთანაბრდა
გუშინ, პრემიერ ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში "იუნაიტედმა" 10-კაციანი "ბრაიტონი" 2-0 დაამარცხა კრიშტიანუ რონალდუსა და ბრუნო ფერნანდეშის გოლებით. აღნიშნული შეხვედრა დავიდ დე ხეასთვის 128-ე მშრალი მატჩი გამოდგა პრემიერ ლიგის ისტორიაში, რითაც ლეგენდარულ პეტერ შმეიხელს გაუთანაბრდა.

ესპანელმა მეკარემ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში 364-ჯერ მოირგო "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური, აქედან 128-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

დე ხეა შმეიხელს გაუთანაბრდა
პრემიერ ლიგის საუკეთესო ათეული მშრალი მატჩების მიხედვით


"მანჩესტერ იუნაიტედში" ჩატარებული მშრალი მატჩების მიხედვით დავიდი მესამე ადგილზეა. მის ანგარიშზე 163 შეხვედრაა და იმის გამო, რომ ის ჯერ კიდევ მხოლოდ 31 წლისაა, დიდი შანსია, რომ შმეიხელის რეკორდი გააუმჯობესოს, რომელიც 398 შეხვედრაში 180 მშრალ მატჩს ითვლის.

1. პეტერ შმეიხელი: 180
2. ალექს სტეპნი: 175
3. დავიდ დე ხეა: 163
4. გარი ბეილი: 161
5. ედვინ ვან დერ საარი: 135

"იუნაიტედი" მომდევნო შეხვედრას 20 თებერვალს, "ლიდსის" წინააღმდეგ გამართავს, სადაც დავიდი აქტივში მორიგი მშრალი მატჩის ჩაწერას ეცდება.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2022 12:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკეთესი დაცვა და ზოგადად გუნდი რო გვყოლოდა ხოლმე გაცილებით მეტი ექნებოდა დე ხეას, ისეთი მეკარეა
0
№12
ავტორი: alkimikosi
20 თებერვალი 2022 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
ბიჭებო სად უყურებთ თამაშს?
0
№13
ავტორი: Malboro463
20 თებერვალი 2022 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: alkimikosi
ბიჭებო სად უყურებთ თამაშს?

http://livetv505.me/eventinfo/27198606_lids_ynayted_manchester_ynayted/#_
0
№14
ავტორი: alkimikosi
20 თებერვალი 2022 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
ციტატა: Malboro463
ციტატა: alkimikosi
ბიჭებო სად უყურებთ თამაშს?

http://livetv505.me/eventinfo/27198606_lids_ynayted_manchester_ynayted/#_

მადლობა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top