"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კორონავირუსის გამო, "ბრაიტონთან" გასამართი შეხვედრა გადაიდო.
"ფეხბურთელებისა და პერსონალის ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია. ფეხბურთელებისა და დამხმარე პერსონალის რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებსაც კორონავირუსის გამო იზოლაცია უწევთ, კლუბს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა მატჩის გადადების მოთხოვნისა. პრემიერ ლიგის საბჭომ გადადების გადაწყვეტილება სამედიცინო მრჩევლების მითითების საფუძველზე მიიღო.
ჩვენ ასევე მოკლე ვადით შევაჩერებთ კარინგტონში ვარჯიშებს, რათა შემცირდეს შემდგომი გადაცემის რისკი." - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იგივე მიზეზით გადაიდო გასული ტურის შეხვედრა, რომელიც კლუბს "ბრენტფორდთან" უნდა გაემართა.