თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2021, 18:00
ავტორი: The Special One,
ნანახია: 3112,
კომენტარები: 14
რალფ რანგნიკის პირველი ინტერვიუ
გერმანელის პირველი ინტერვიუ
რალფ რანგნიკის პირველი ინტერვიუ
დღეს გერმანელმა სპეციალისტმა, Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა.

"კვირას 2 საათის განმავლობაში ოლეს ვესაუბრებოდი, მან გუნდის შიდა მდგომარეობა გამაცნო."

"ჩელსი გასულ ზამთარს 4-თვიან კონტრაქტს მთავაზობდა, არანაირი მომავლის გეგმით. იუნაიტედმა კი 6-თვიანი კონტრაქტი შემომთავაზა, რაც შემდეგში კლუბის მრჩევლის პოსტზე გადასვლას გულისხმობს. შესაბამისად, როდესაც ისეთი გუნდი როგორიც იუნაიტედია, ასეთ რაიმეს გთავაზობს, უარის თქმა რთულია."

"ჩემი მიზანი იქნება, რომ გუნდში ბალანსი იყოს. არსენალთან გამარჯვებისთვის 3 გოლი დაგვჭირდა, რაც ძალიან ბევრია. მე მეტი კონტროლი მსურს"

"შეტევით რგოლში ძალიან ბევრი ტოპ დონის ფეხბურთელი გვყავს, ამიტომ ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ეს პოზიციები გავაძლიეროთ"


"გუშინ ვუყურებდი, თუ რა ფიზიკურ ფორმაში იყო 36 წლის კრიშტიანუ რონალდუ, მსგავსი არაფერი მინახავს, მას დიდი განსხვავების შექმნა შეუძლია."

"კერიკს დარჩენაზე 2 საათი ვესაუბრებოდი. ვეცდები 2-3 კარგი სპეციალისტი ვიპოვო, რომლებიც გუნდის წარმართვაში დამეხმარებიან, თუმცა პანდემიის პირობებში მათი მოყვანა და მოწვევა ადვილი არ იქნება."

კვირას, 18:00 საათზე, რალფი სადებიუტო შეხვედრას, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე ჩაატარებს.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Methadon
5 დეკემბერი 2021 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
Აუ შენ დალო ნახე რას უბერავს, ჯერ ზაჰას ფეხი არ გაანძრევინა, შეტევაშიც კარგია... Ზოგადად ბევრად უფრო დალაგებულ ფეხბურთს ვთამაშობთ... Მეორე ტაიმში უნდა გავარღვიოთ რა
0
№12
ავტორი: Chesterman
5 დეკემბერი 2021 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
დალოზე აზრი შევიცვალე ვსიო ..როგორც მინიმუმ პასებს მაინც ვაგორებთ და იციან ვინ სად დგაას იმედის მომცემი დასაწყისია ..ტელეშიც ძაან კარგად დგას
0
№13
ავტორი: bendzela
5 დეკემბერი 2021 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ბისკვიტას და შოუს მოუწევთ მომატება თორე მაგათი სკამი შერყეულია ძირითადში
0
№14
ავტორი: Roberto
5 დეკემბერი 2021 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
კარგი თამაში აქვთ,დალო ვიღაცას სკამზე დასვამს როგორც ჩანს,ასე თუ გააგრძელა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top