თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2021, 17:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1866,
კომენტარები: 20
პოჩეტინო "შორთ-ლისთშია"
არგენტინელი ერთ ერთი სასურველი კანდიდატია
პოჩეტინო
"მანჩესტერ იუნაიტედი" მისი ამჟამინდელი მენეჯერის ოლე გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლებას აქტიურად განიხილავს. მიზეზი საკმაოდ ნათელია - ცუდი შედეგები, წაგებების სერია.

ვინ შეცვლის ნორვეგიელ სპეციალისტს? ყველაზე აქტუალური კითხვა რომელიც სპორტულ პრესაში ტრიალებს.

The Athletic-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" სათავეში მოსვლის ერთ-ერთი პრეტენდენტი არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოა.

"ტოტენჰემის" ექს-თავკაცი ამჟამად ფრანგულ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობს. თუმცა, წყაროს ცნობით, ეს გარიგება შესაძლებელია მხოლოდ 2021/2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ შედგეს. როგორც ჩანს "ოლდ ტრაფორდელები" ფრანგული გრანდიდან მწვრთნელის განთავისუფლებას დაელოდებიან.

ინგლისის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" 17 ქულით ცხრილის მეექვსე ადგილს იკავებენ. რაც სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.
ჭორები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Buk777
9 ნოემბერი 2021 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Bazari araa martlac magari kandidatia da didia albatoba es gaushvan tu ligas ver dadebs da parizshi zizu danishnon, tu arada den haagi am oridan romelime martlac kargi iqneba

Da am dros sulsheram liga rom dados mere iqneba saswauli
0
№12
ავტორი: PaLoMo
9 ნოემბერი 2021 22:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
პოჩე არაა შემტევი სტილის და გამოჩნდა,რომ ვარკვლავებთან მუშაობა დიდად არც ამას შეუძლია(ნუ რონალდუს)გარდა თუ ვარკსვლავი ქვია ჩვენს მოთამაშეებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: bendzela
9 ნოემბერი 2021 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ცუდი არაა ნამდვილად მაგრამ მე მაინც ჰოლანდიელ ქეცბაიას ვისურვებდი უფრო შემტევ ლაღ და ლამაზს ფეხბურთს ათამაშებს
0
№14
ავტორი: Phil Jones
10 ნოემბერი 2021 08:01
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბევრი ფილოსოფიის გარეშე რომ ვთქვათ მე წინააღმდეგი ვარ :))
0
№15
ავტორი: manubro
10 ნოემბერი 2021 08:32
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ნიცას მწვრთნელი გალტიე :) მოიყვანეთ დადეთ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№16
ავტორი: temo-scholes
10 ნოემბერი 2021 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: manubro
ნიცას მწვრთნელი გალტიე :) მოიყვანეთ დადეთ!

მეც მაგ აზრზე ვარ, გენესიოც კარგია
0
№17
ავტორი: Roberto
10 ნოემბერი 2021 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
ეხლა წავიკითხე თურმე სანჩოს მცველად გარდაქმნა უნდაო ამ გენიოს,რადგან შეტევაში ადგილი ვერ მოუძებნაო,85 მილიონ ევროდ ნაყიდი ვინგერი მცველად უნდა გარდაქმნას,ლატერალად უნდა აქციოს.მართლა სასაცილოა,თავს ირცხვენს ეს დეგენერატი.ფერდინანდმაც მოუწოდა ხელმძღვანელობას გათავისუფლებისკენ
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
10 ნოემბერი 2021 12:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ ღირს :)
0
№19
ავტორი: dzia_David
10 ნოემბერი 2021 12:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ტოტენჰემი რო მოხოდა მაშინაც მაგას ვიძახდი ეხლაც და მერეც მაგას ვიტყვი რომ ეს კაცი არი ტოტენჰემი ევერტონის დონის ტრენერი.
0
№20
ავტორი: makaveli
10 ნოემბერი 2021 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Mishiko82
არაფერი მწვრთნელი ეგ არარის ოლესავით სწორხაზოვნათ ათამაშებს გუნდს, ეს პსჟ -შიც გამოჩნდა ასეთ გუნდს ვერ აბავს თავს და ეს მანიუს აათამაშებს და გამოაცოცხლებს? რაღაც არამგონია ვერც ტოტენჰემში ვერ მოიგო ვერაფერი, პოჩეტინოს ჰააგი მირჩევნია, ისე ყოველთვის მინდოდა ანჩელოტის ხილვა მანიუში რატომღაც მეგონა ბაიერნიდან წასვლის შემდეგ მანიუ დაპატიჟებდა მაგრამ ასე არ მოხდა, ვნახოდ ზაფხულში რა მოხდება თუ ოლე იქამდე არ გაუშვეს.

წინა სტატიაზე დავწერე იგივე კარლოზე :)) და პოჩეზეც ერთ აზრზე ვართ, მეც მითქვამს რო გენგამებს და ვიღაცეებს ვერ უგებსთქო მეორე გალაქტიკო ყავს მარა იქ თვით გერმანელმაც კი ვერ დაამყარა დისციპლინა და ეგ მწვრთნელის კიარა უფროსობის ბრალია რო ფეხბურთელებს აყენებენ მწვრთნელზე და რაც მთავარია გუნდზე მაღლა და ეგრე ვერასდროს წარმატებას ვერ მიაღწევენ დისციპლინის გარეშე .. მაგრამ პოჩეტინი ისეც და ასეც არ მგონია ჩვენი კალიბრის გუნდების დონე რა .. დღეს ეგრეა და 10 წლის მერე შეილება მაგარი გახდეს მაგრამ რაღაც აი ის ქარიზმაც არაქვს როო დამუხტოს კამანდა.. შეილება ტაქტიკურად ვერ იყო გენიოსი როგორც ფერგი ან თუნდაც კლოპი მაგრამ ისეთი მენეჯერული უნარები და ისეთი ქარიზმატყლი იყო რო ეგ ტაქტიკა მეორე და მესამე პლანზე იწევდეს.. გუნდში რავი რასაც ვუყურებ ყველაზე პირველი ჯერ დისციპლინა უნდა დაამყარო და უკვე შემდეგ დაიწყო სხვა დანარჩენზე მუშაობა ! აბერდინში მივიდა ფერგი და გუნდის საუკეთესო რამოდენიმე ფეხბურთელი გააგდო ეგრევე უდისციპლინობისთვის, ანალოგიურად ჩვენთან რო დაიწყო მუშაობა რამდენი გაუშვა წამყვანი მოთამაშეებიდან ზოგი სმის ზოგი სიგარეტის და ზოგიც რის გამო, რო აღარაფერი ვთქვათ დანდიში მის ანალოგიურ საქციელებზე... მწვრთნელს ისეთი მხარდაჭერა უნდა ქონდეს უფროსობისგან რო გრძნობდნენ ფეხბურთელები ამას და იცოდნენ რო თუ პირს შეკრავენ და მწვრთნელის გაშვების ან რამე სხვა პირადული გამო ცუდად ითამაშებენ მწვრთნელს კიარ გაუშვებენ არამედ მთავარი
გუნდიდან მოკვეთენ ფეხბურთელებს ნუ ვის დროებით ვის სამუდამოდ ეგ უკვე საქციელზეა დამოკიდებული.. მაგრამ ათიდან 9 კლუბში მწვრთნელი მარტო იმას წყვეტს თუ როგორ ავარჯიშოს და შემდეგ ათამაშოს, და ჩვენთან ბევრ რამეშია ჩართული, თუ ტრანსფერებში თუ გაყიდვაში და ნუ ასე შემდეგ .. და იმედია არ იჩქარებენ, გაითვალისწინებენ ძალიან ბევრ ასპექტს და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ რო კლუბის ტრადიციებს და ღირებულებებს შეესაბამებოდეს... არ მინდა მოურინიო 2 განმეორდეს.. დიდებული მწვრთნელი რომელმაც ბოლო დაახლოებით 10 წელია საოცარი რეგრესი განიცადა და იქცა ავტობუსად :)) ფერგის არ უნდოდა მაგრადთქო ჟოზეს მოყვანა ადრე დავწერე და აუფ ფერგის ეგრე მოიესი უნდოდა მარა გაამართლაო? და ფერგის მოიესამდე ანჩელოტი უნდოდა რომელსაც შეხვდა, მერე პოჩეტინო და ასევე მასაც შეხვდა და მერე უკვე მოიესი რომლის ფეხბურთი მეც არ მომწონდა მაგრამ ისიც ვაღიაროთ რო ძაან ბანძი კამანდა ყავდა და თან სულ რაღაც 10 თვე იყო გუნდში რომელსაც 27 წელი ერთი კაცი მართავდა თავიდან ბოლომდე და ეხლა მოიესის ვესტ ჰემი ჩვენზე მაღლაა მაგრამ მაინც ბრიტანელია და ბრიტანელი ფერგის გარდა არავინ მინდა :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top