თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2021, 17:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1663,
კომენტარები: 11
კრიშტიანუ: "ღამით კარგად მძინავს და სინდისი არ მაწუხებს"
რონალდუს ვრცელი ინტერვიუ.
კრიშტიანუ:
მორიგი ინტერვიუ ჩაწერა "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, სადაც ფეხბურთელის მიერ განხილული იყო მთელი რიგი საკითხები, საკითხები რომელიც ამ ეტაპისთვის ყველაზე აქტუალურია მის კარიერაში.

ინტერვიუში არის პასუხები კრიტიკოსებისთვის რომლებიც კრიშტიანუს გუნდის მიმართ ყველა პოზიციაზე ბრძოლისუნარიანობის გამოვლენაში ადანაშაულებენ, მთავარი ერთ ერთი პოზიციაა დაცვის ცენტრალური ხაზი, სადაც რონალდუს მიმართ ისმის კრიტიკა, თითქოს ის დაცვაში ჩამორბენითა და უკანდახევით თავს არ იწუხებს.

"ვიცი როდის სჭირდება გუნდს ჩემი დახმარება დაცვაში და როდის არა. თუმცა ჩემი მთავარი როლი გუნდში არის გამარჯვება, გუნდის დახმარება და გოლების გატანა. დაცვაში თამაშიც - ჩემი სამუშაოს ნაწილია.

არსებობენ ადამიანები რომელთაც ამის დანახვა არ სურთ, რადგან მე მათ არ მოვწონვარ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ 36 - წლის ვარ და ყველაფერი მოგებული მაქვს და ისევ გამარჯვებების გზაზე ვდგავარ, ასე, რომ თქვენი აზრით ვიფიქრებ მათზე ვინც ჩემზე მხოლოდ ცუდს ამბობს?

ღამით კარგად მძინავს, სინდისი არ მაწუხებს, დავკეტავ პირს და ისევ გავიმარჯვებ. კრიტიკა ყოველთვის არის საქმის ნაწილი, მე ეს არ მაწუხებს. სიმართლე გითხრათ ეს კარგიცაა თუ კრიტიკა ჯანსაღია.

თუ ისინი წუხან ჩემზე და ისევ ლაპარაკობენ ჩემზე, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ჩემი ღირებულება და პოტენციალი იციან ფეხბურთში. ყველაფერი მოგებული მაქვს და მოტივაცია ჯერ კიდევ მაქვს.

ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი, ეს იმ ასაკში რომელ ასაკშიც ეხლა ვარ, აქ სწორედ ამიტომ ვარ, ვეცადო რომ ისევ გავიმარჯვო, "მანჩესტერი" ყოველთვის ამ დონეზე უნდა იყოს, საჭიროა გამარჯვებები და დიდი წარმატებების მიღწევა, აქ ამისთვის ვარ, რომ გუნდს ამ ყველაფერში დავეხმარო".
- განაცხადა რონალდუმ დასასრულს Sky Sports - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.



წყარო: sports.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Buk777
24 ოქტომბერი 2021 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
ციტატა: ILoveUtd
ციტატა: Buk777
Dges gatxare erti ori goli

ციტატა: ILoveUtd
რონალდო კავანის დუეტი მინდა დღეს, ასევე მგონია რო პირველ გოლს მარკუსი შეაცურებს

Rato skamze ginda rashfordi sancho tu grenwurdi romels sjobs cavani

ციტატა: ILoveUtd
რონალდო კავანის დუეტი მინდა დღეს, ასევე მგონია რო პირველ გოლს მარკუსი შეაცურებს

Ronaldu cavanis dueti nishnavs rashfordi sancho grenwurdi am samidan ori skamze unda dajdes rac mgonia ararealuri gadawy etileba iqneba

Dexea
Biaska, lindelof, maguir, shou,
Sanchi Pogba grenword
Fernadesh
Ronaldu rashford

მე ვფიქრობ კავანი დღესდღეობით სამივეს ჯობია

Grenwords da rashborts aramgonia sjobdes ravi aba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top