თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2021, 11:10
ავტორი: დავითი,
ნანახია: 1713,
კომენტარები: 11
გუნდის ლაზარეთიდან სიახლეებია
მთავარ გუნდს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაუბრუნდა.
გუნდის ლაზარეთიდან სიახლეებია
ორშაბათს გამართულ სავარჯიშო სესიაზე გუნდთან ერთად ივარჯიშეს ტრავმიდან დაბრუნებულმა ალექს ტელეშმა და სკოტ მაკტომინეიმ.

ტელეშმა მუხლის ტრავმა წინა სასეზონო მატჩის დროს "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ მიიღო და მის შემდეგ მინდორს მხოლოდ ორშაბათს დაუბრუნდა, ხოლო მაკტომინეიმ საზარდულის ოპერაცია გაიკეთა. "მისი გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე კარგად წავიდა ვიდრე ველოდით" - ნათქვამია ოფიციალურ საიტზე.

დინ ჰენდერსონიც და ტედენ მენჯიც სრული დატვირთვით ვარჯიშობენ, ისევე როგორც ფრედი და ედისონ კავანიც, რომლებთა ნაკრებებში გაშვებისგან რეგულაციების გამო კლუბმა თავი შეიკავა. ოლე კი დიდი არჩევანის წინაშე დადგება, რათა თერთმეტეული სწორად შეარჩიოს.

ორშაბათის სავარჯიშო სესიაზე არ გამოჩენილა გუნდის ახალწვეული კრიშტიანუ რონალდო, რომლის დებიუტსაც 11 - სექტემბერს "ნიუკასლთან" გასამართ მატჩში ელოდებიან.




წყარო: www.manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: makaveli
9 სექტემბერი 2021 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
კარგი ხალხი ოქრო ხალხი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top